თუ ზამთრის ღამით მოგზაური

“-იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი-ეს სწორედ ისა,ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი,ეს-სასწაულია და მეტსაც გეტყვი,ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.” (გურამ დოჩანაშვილი – “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”)

რა არის თქვენთვის ლიტერატურა? უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება თუ ბუნებრივი მოთხოვნილება? ნებისმიერ შემთხვევაში თუ გადაწყვიტეთ, რომ იტალო კალვინოს “თუ ზამთრის ღამით მოგზაური” გადაშალოთ, კარგად მოემზადეთ! ეს ისეთი წიგნია, რომელშიც მთლიანად უნდა ჩაიძიროთ… წიგნი? არა, ალბათ ეს არ არის შესაფერისი არსებითი სახელი, უფრო სწორად კი, რიცხვი. წიგნები უფრო ზუსტი იქნება… რადგან იტალო კალვინომ (ან უფრო განგებამ მისი ხელით) ასე ინება – მან გადაწყვიტა, რომ თავისი წიგნის პერსონაჟებად წიგნები და მკითხველები შეერჩია, თან ისეთი მკითხველები, როგორებიც თავად ვართ. დიახ, დიახ, კითხვის პროცესში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს, თუმცა კი ლამის მთელს ცხოვრებად აღიქმება, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ მკითხველები ჩვენ ვართ. ჩვენს ცხოვრებაში ხდება ის, რაც, კარგად თუ დავფიქრდებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა ამ “პროფესიის” ადამიანებისთვის – დაწყებულ წიგნს ვერ ვასრულებთ! წიგნები მუდამ ყველაზე საინტერესო ადგილას წყდება და ეს ერთგვარ წყევლად იქცევა (აბა თავად განსაჯეთ – შეიძლება ერთხელ შეგხვდეს ცუდად დაბეჭდილი წიგნი, მეორედ, მაგრამ სისტემატურად?), რომელიც მკითხველთა ცხოვრებას სულ ახალ აზრს სძენს – ჩასწვდნენ ამ ერთი შეხედვით მისტიკასთან ახლოს მყოფ მოვლენას და როგორმე იპოვონ წიგნების დასასრული. იპოვიან? ვიპოვით? და საერთოდ შეიძლება დასასრულის პოვნა?

P.S. ამ ძალიან კარგ წიგნზე ბევრ საუბარს აზრი არ აქვს. ამიტომ თავად უნდა მოიძიოთ და წაიკითხოთ. მით უფრო, რომ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ქართულ თარგმანს მარტივად აღმოაჩენთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: