მაიკლ კეის ცხოვრება და დროება

ომზე ძალიან ბევრი წიგნი წაგვიკითხავს, ფილმიც უამრავი გვინახავს. ამ წიგნებსა და ფილმებში პერსონაჟები ბრძოლის ველზე სიკვდილს უყურებენ თვალებში ან სახლებში ელოდებიან ომის შემოჭრას, ან კი ომიდან ბრუნდებიან და ცდილობენ საკუთარი ადგილის პოვნას საზოგადოებაში… ჯონ მაქსველ კუტზეემ კი სულ სხვა კუთხით გვიჩვენა აპართეიდის ეპოქის ომის სიმწვავე – მან მთავარ გმირად ყურდღლისტუჩიანი და გონებასუსტი მაიკლ კეი აირჩია, რომლის ცხოვრებაც სამხრეთ აფრიკაში ძალიან ცუდ დროებას დაემთხვა. მისი ცხოვრების აღწერისას კუტზეემ გვერდი აუარა სისხლიან შეტაკებებს, თუმცა სწორედ ასე შეძლო საუკეთესოდ ომის სისასტიკის, იმ საშინელებების ჩვენება, რაც ომს ახლავს თან. მაიკლ კეი, რომელიც დედის ფერფლს სამშობლოში “მიასვენებს” თავისი სიჩუმით, შეუმჩნევლობით ყველაზე ხმამაღლა “ყვირის”, ხმამაღლა გვეუბნება, რომ არაფერი უნდა – არც კურდღლის ტუჩის მოშორება, არც სამუშაო და საკვები. მას მხოლოდ ფესვებთან, მიწასთან დაბრუნება უნდა, ამ მიწისა და საკუთარი ოფლის წყალობით მოპოვებული მცირედი საზრდოთი არსებობა… მას მხოლოდ თავისუფლება სურს, სხვა არაფერი… ჩუმი, უსიტყვო თავისუფლება იქ, სადაც ცას სროლის ხმა გადაუვლის, სადაც ადამიანები იხოცებიან…

P.S. თუ დაინტერესდით, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: