ქვის ანგელოზი მენავაკიდან

გიფიქრიათ სიბერეზე? ალბათ ეს ფიქრი ზოგჯერ მაინც ყველას გაგვიელვებს, თუმცა რეალურად ვერ აღვიქვამთ იმ დროს, რომელიც ჯერჯერობით შორეულ მომავალს ეკუთვნის… მაგრამ თუ მაინც “გვესტუმრება” აზრი მოხუცებულობაზე, ხშირად ვფიქრობთ, რომ მოხუცთა თავშესაფარი სულაც არაა ცუდი “გამოსავალი”. იქ ხომ კომფორტულად ვიქნებით, თანატოლებთან ვიმეგობრებთ, ოჯახის წევრებს ვუმასპინძლებთ და ირგვლივ ბევრი მზრუნველი ადამიანი გვეყოლება… ასე ვფიქრობთ ჩვენ – ახალგაზრდები… და როგორია სინამდვილეში სიბერე? ამას შესანიშნავად აღწერს ჰეიგარი – ქალი, რომელიც მენავაკაში გაიზარდა და ახლა 90 წლისაა. სწორედ ამ ასაკში, როდესაც ნელ-ნელა სრულიად უმწეო ხდება, ის მიგვიძღვის საკუთარ წარსულში, ჩვენთან ერთად აანალიზებს შეცდომებს (რომლებიც უამრავი ჰქონდა და რომლებმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება) და თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სიბერე აუცილებლად მოვა… მას ვერავინ გაექცევა (აკი დიდხანს სიცოცხლეა ის, რასაც ერთმანეთს და საკუთარ თავს ვუსურვებთ). ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ღირსეულად მივიდეთ სიბერემდე, საკუთარი ხელით არ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს… მხოლოდ ამას თუ გავაკეთებთ და მშვიდად გადავალთ იმ სამყაროში, რომელშიც ქვის ანგელოზი “გაგვაცილებს”…

P.S. თუ დაინტერსდით, ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: