მარტოობა ქვიან სანაპიროზე

ქორწილზე ალბათ ბევრს უოცნებია. ზოგი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება, ზოგი – მშვენიერ პრინცესას, რათა ულამაზესი ცერემონიალის შემდეგ ბედნიერი და უღრუბლო ცხოვრება დაიწყოს… მაგრამ არის კი ეს ასე? ასე ფიქრობდნენ ედუარდი და ფლორენსიც, რომლებიც თაფლობის თვის გასატარებლად ქვიან სანაპიროს ესტუმრნენ… თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა და იცით რატომ? არა, იმიტომ არა, რომ ისინი სრულიად არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს (მუსიკაც კი სხვადასხვაგვარი მოსწონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ რადიკალურად განსხვავებულ ოჯახებზე), არც იმიტომ, რომ ერთმანეთი არ უყვარდათ (პირიქით, ძალიან უყვარდათ). მთავარი მიზეზი ის დიდი პატარა ტუილი გახლდათ, რომელიც უხილავ ბარიერად აღიმართა მათ შორის… ამ კედელმა უხილავობა მხოლოდ მანამდე შეინარჩუნა, სანამ არ დაღამდა… სანამ ისინი არ გამოუტყდნენ საკუთარ თავს, რომ სიყვარული მათთვის მხოლოდ სულიერი კავშირი იყო და ფიზიკურ ლტოლვასთან საერთო არაფერი ჰქონდა… სანამ მარტო არ დარჩნენ ქვის სანაპიროზე… ერთად, მაგრამ მარტო…

P.S. თუ დაინტერესდით, ამ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ქართული თარგმანი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა. ისინი აქტიურად თარგმნიან ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ იენ მაკიუენს, რაც იმედია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: