იცნობთ სადეყ ჰედაიათს? არ გამიკვირდება, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ აღმოსავლურ ლიტერატურას (ირანული ლიტეარტურა ბოლო წლებში “შემოიჭრა” ჩვენს ცხოვრებაში, რის გამოც ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნით ჩვენს გამომცემლებს)… მაგრამ უნდა გაიცნოთ… უნდა გაიცნოთ, რადგან სხვაგან ვერსად წაიკითხავთ ბრმა ბუს ასეთ აღსარებას… უფრო სწორად, აღსარებას, რომელსაც ბრმა ბუს აბარებენ… ან იქნებ ჩვენ? მთხრობელი ხომ საკუთარ ჩრდილზე მეტად ჩვენს გასაგონად ყვება ამბავს იმაზე, თუ როგორ დაკარგა ძალა ანგელოზმა და როგორ მოკვდა… კიდევ იმაზე, თუ როგორ მოკლა მან საკუთარი ხელით დაცემული ანგელოზი… ცოტა უცნაურია? ცოტა არარეალური? და ცხოვრება რაღაა? უცნაური, არარეალური ყოფა, რომელსაც ანგელოზსა და დემონს შორის გახლეჩილები ვატარებთ…
P.S. ეს პატარა, თუმცა კი ერთობ უცნაური წიგნი “ინტელექტის” “აკრძალული წიგნების თაროს” ნაწილია. ასე რომ, თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ. ჩვენ ხომ ისლამურ ირანში არ ვცხოვრობთ, სადაც ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მთხრობელი უკვე საკმარისია, რათა წიგნი აიკრძალოს…
მაისი 05, 2019 @ 11:28:50
hi
I’m Mehdi Rasouli from Iran, please help me how can I get Blind Owl Book translated by ბრმა ბუ, I really need it , Thanks alot.
LikeLike