ფილ დიკის ღმერთი

იცნობთ ფილიპ დიკს? თუ მისი ერთი წიგნი მაინც წაგიკითხავთ, გეცოდინებათ. რომ ის არანორმალურია! დიახ, დიახ, ადამიანი, რომელმაც დაწერა “კაცი მაღალ კოშკში”, “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”, “იდინე, ცრემლო, თქვა პოლიციელმა”, “პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა”, “ბუნდოვნად, სკანერში”, “უმცირესობის მოხსენება”, “მოთამაშეები ტიტანიდან” “უბიკი” და სხვა წიგნები, ვერ იქნება ნორმალური! ასეთ წიგნებს ვერ წერენ “წესიერი” მწერლები. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ მის უკანასკნელ ტრილოგიას წაიკითხავთ, რომელიც “კრავს” მთელს მის შემოქმედებას და ბოლომდე აშიშვლებს მის შინაგან სამყაროს…

ტრილოგიაში არაერთი საინტერესო გმირი და სამი ამბავია – როგორ გამოეცხადა ღმერთი ფილ დიკს, როგორ “დასახლდა” ღმერთი დედამიწაზე და როგორ დაკარგა და იპოვა რწმენა ეპისკოპოსმა ტიმოტი არჩერმა… მაგრამ ეს ზოგადად… მთავარი აქ ფილ დიკის ღმერთია – მისი პირადი ღმერთი, რომელიც ხან ვალისია, ხან – ბავშვი, ხან კი რაღაც საიდუმლო ნაწერებში “სახლობს”… ეს მისი პირადი გამოცდილებაა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ეს “გამოცხადება” რეალობაა, ნარკოტიკებით გაბრუებული გონების ილუზია, თუ უბრალოდ ფანტასტი მწერლის ფანტაზიის ნაყოფი… ფილის ღმერთი იმდენად “მისია”, იმდენად რეალურია სწორედ მისთვის – მისი წიგნების ავტორისთვის, რომ ამ ღმერთის შეცნობით (რამდენაც შეიძლება მისი ბოლომდე შეცნობა, რთული სათქმელია. ჩვენ ხომ ყველას ჩვენი ღმერთი გვყავს) პასუხს გავცემთ ყველა კითხვას, რომელიც მისი შესანიშნავი (ამ შემთხვევაში ასეთ შეფასებას არ მოვერიდები – პირიქით, მსუბუქად ნათქვამიც კი მგონია) წიგნების კითხვისას გაგვიჩნდა… იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლოს ფილმა თავად გასცა პასუხი ყველას კითხვას… პირველ რიგში, საკუთარ თავთან…

P.S. ტრილოგიის პირველი ნაწილი ქართულადაც გვაქვს. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ნაწილია (დაინტერესების შემთხვევაში ონლაინაც შეიძენთ). იმედია, ახლო მომავალში დანარჩენებსაც თარგმნიან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: