მოჩვენება პარიზის ოპერის თეატრიდან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზის ოპერის თეატრში! აქ გენიალურ კომპოზიტორთა შედევრების მოსასმენად მოხვედით? წინ მართლაც დიდი სიამოვნება გელით, მაგრამ სულ სხვა კუთხით – ოპერის თეატრი ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს! დიახ, დიახ, თქვენ ვერ დაჯდებით კონკრეტულ ლოჟაში, რადგან ის ოპერის მოჩვენებას ეკუთვნის და თუ მაინც წახვალთ რისკზე, მუსიკისთვის ნამდვილად ვერ მოიცლით. აჩრდილს ხუმრობა არ უყვარს! მან თავის სამყოფელად თეატრი აირჩია, თავისი გული კი ახალგაზრდა მომღერალს აჩუქა. მან ასე გადაწყვიტა და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება – ვერც ოპერის ახალი ხელმძღვანელობა, ვერც მომღერლის სიყვარული და ვერც გასტონ ლერუ… და, რა თქმა უნდა, ვერც ჩვენ… მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მის ნაკვალევს გავყვეთ, თეატრის ყველა კუთხეში შევიხედოთ… და, რაც მთავარია, მისი – ოპერის მოჩვენებად წოდებული გენიალური კომპოზიტორის, ერიკის ბნელ სულში…

P.S. თუ “ძველებური” ლიტერატურის კითხვა გიყვართ (რაც, ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგჯერ აუცილებელიც კია თანამედროვეობისგან “დასასვენებლად”), მაშინ ქართულ თარგმანს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია. ოღონდ იმან არ შეგაშფოთოთ, რომ ფილმებიდან და მიუზიკლებიდან სიუჟეტი იცით… წიგნი, როგორც უმეტეს შემთხვევაში, სულ სხვა ემოციის მომტანია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: