გომბროვიჩის პორნოგრაფია

სანამ ახალ წიგნს გადაშლით, პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას? სათაურს? მაშინ არ წაიკითხოთ ვიტოლდ გომბროვიჩის წიგნი, არ წაიკითხოთ! აქ ვერ ნახავთ სექსს, ვერც კოცნას… და სიშიშვლეს? აქ ვერ ნახავთ შიშველ სხეულს, მაგრამ ნახავთ უფრო მეტს – შიშველ ტვინს! დიახ, დიახ, ვიტოლდი და მისი მეგობარი ფრიდერიკი, რომლებიც ომის დროინდელ პოლონეთში სოფელს სტუმრობენ და ერთობ “უცნაურ” თამაშში ჩაებმებიან, ბოლომდე აშიშვლებენ საკუთარ ტვინს, გონებას, სულს… და განა ეს არ არის ჭეშმარიტი პორნოგრაფია? განა მათი სურვილი, რომ ერთმანეთისკენ უბიძგონ მოზარდებს – კაროლსა და ჰენიას, არ არის ერთგვარი ეროტიკა? და რას იტყვით ვიტოლდ გომბროვიჩზე, რომელსაც რეალურად არასდროს უნახავს ომი? იქნებ ესეც საკუთარი ქვეცნობიერის, საკუთარი მეორე “მეს” გაშიშვლებაა? და წიგნის ფურცლებზე დაღვრილი სისხლი, რომელსაც თითქოს არაფერი მოასწავებდა? და დასასრული? არ ვიცი, რას იტყვით თქვენ ამ წიგნზე, მაგრამ ერთი რამ კი ცალსახაა – ამაზე ვერ ისაუბრებთ, ეს უნდა წაიკითხოთ!

P.S. თუ დაინტერსდით, ამ ფრიად “არასტანდარტულ” წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: