იუკიო მიშიმას აღსარება

გაიცანით – ეს კიმია! ის ნიღბის მიღმა ცხოვრობს და აღსარებას გვაბარებს! ის იუკიო მიშიმაა (აკი მწერლის ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკაა) და საკუთარ სულს აშიშვლებს! თუ მწერლის ბიოგრაფიას იცნობთ, საფუძვლიანი ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ეს სწორედ ასეა – მიშიმა “ნიღბის აღსარებაში” საკუთარ განცდებზე გვიამბობს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ნიღაბი უკეთია და ბოლომდე არ იშორებს მას (წიგნის ბოლოს ამაში დარწმუნდებით… ზოგადად მიშიმას ცხოვრებას თუ დააკვირდებით, მაშინაც)… ნიღბის უკანა მხრიდან ისმის ხმა, რომელიც გვიყვება იმაზე, თუ როგორ ყალიბდება კიმი, როგორ აღმოაჩენს საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ და სადომაზოხისტურ მიდრეკილებებს, როგორ ებრძვის ამას და როგორ ირგებს ნიღაბს, რომელიც მას “ნორმალურ იერს” ანიჭებს… მაგრამ აქვს კი ამას აზრი? დიახ, საზოგადოებას ის “ჩვეულებრივი” ჰგონია (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშიმა 1925 წელს იაპონიაში დაიბადა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი “განსხვავებულობა” უკვე იყო დანაშაული), მაგრამ ოდესმე ხომ მაინც დგება დრო, როდესაც ის მარტო რჩება? და მაშინ? რამდენად შეიძლება მთელი ცხოვრების გატარება ნიღბის მიღმა? არ ვიცი… ეს თავად კიმს ჰკითხეთ… და პირველ რიგში, საკუთარ თავს… ალბათ ამიტომაც დაწერა იუკიო მიშიმამ ეს წიგნი… იმ კითხვის დასასმელად, რომელზეც ყველას თავისი პასუხი აქვს…

P.S. ეს წიგნი წლების წინ წავიკითხე და ძალიან მიხარია, რომ დღეს ამის თქმა შემიძლია – იუკიო მიშიმას ერთ-ერთი უმთავრესი (გარკვეული კუთხით, იქნებ მთავარიც) ნაწარმოები უკვე ქართულ ენაზეც გვაქვს – ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: