საბჭოთა დედის რძე

საბჭოთა ისტორიას კარგად ვიცნობ. ეს ის თემაა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფეროა, ამიტომ მუდმივად ვეძებ ინფორმაციას – მათ შორის წიგნებსაც. სულ ვცდილობ, რომ კიდევ და კიდევ აღმოვაჩინო მხატვრული თუ დოკუმენტური წყაროები, რადგან პირადი მონდომების გარეშე ამ საკითხში საფუძვლიანად გარკვევა შეუძლებელია. “ტრადიციული” განათლება თითქოს გვერდს უვლის იმ ეპოქას, თითქოს ცდილობენ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში “ამოჭრან” მე-20 საუკუნის უდიდესი ნაწილი… ალბათ ამიტომაცაა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, რომლებიც დიდხანს იყვნენ ბოროტების იმპერიის შემადგენლობაში, “არათანაბრად” შეინიშნება საბჭოთა მენტალობისგან გათავისუფლება. მაგალითად, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ “იმ” დროში ცხოვრობს, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი თვალს უსწორებენ ისტორიულ რეალობას. ჩვენ “სადღაც შუაში” ვართ – მოსახლეობის ნაწილში (საბედნიეროდ, მცირე ნაწილში) ჯერ კიდევ ცოცხლობს ნოსტალგია საბჭოთა ოკუპაციის წლების მიმართ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მწერლების კითხვა, როგორიც ნორა იკსტენაა. ის ხომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმოამდგენელია (ჩვენს ქვეყანასაც იცნობს, რადგან ქართველი მეუღლე ჰყავს)… იმ ქვეყნის, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ყოველგვარი უბედურება, რაც საბჭოთა ოკუპაციამ მოგვიტანა…

უკვე ვთქვი, რომ ამ თემას კარგად ვიცნობ, მაგრამ ნორა იკსტენამ მოახერხა და ყველაფერი სულ სხვა კუთხით დამანახა. ორი ქალის – დედა-შვილის – მიერ მოთხრობილი ისტორია გულგრილს ვერავის დატოვებს. დედამ, რომელიც ჩვილობაში კინაღამ მეორე მსოფლიო ომს ემსხვერპლა და მამა დაკარგა, უარი თქვა შვილის რძით გამოკვებაზე. უცნაურად, მეტიც – ბარბაროსულად – ჟღერს არა? მაგრამ კითხვისას აუცილებლად გაუგებთ ამ ქალს… აუცილებლად მიხვდებით, რომ განათლებულ ქალს, რომელიც შეიძლებოდა გენიალური ექიმი გამხდარიყო, საბჭოთა ხელისუფლებამ კი დაუმორჩილებლობის გამო ხელი ჰკრა და ცხოვრება დაუნგრია, ჰქონდა მიზეზი… ჰქონდა იმის მიზეზი, რომ შვილი მოწამლული საბჭოთა დედის რძით არ გაეზარდა… იმისიც, რომ საკუთარ ფსიქიკას ვერ გამკლავებოდა… იმისიც, რომ იმ შინაური ცხოველისთვის ეთანაგრძნო, რომელმაც საკუთარი შვილი შეჭამა… რატომ? იმიტომ, რომ ის მხოლოდ ამაში ხედავდა გამოსავალს, მხოლოდ ასე შეეძლო შვილის დახსნა გალიიდან… შვილის, რომელმაც “გადაუხვია საბჭოთა” გზიდან, შემდეგ “მოინანია”, მაგრამ ბოლომდე, “ბალტიის გზამდე”, მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ სამშობლოს თავზე სამფეროვანი დროშა ენახა… ის დროშა, რომელიც დედამისს ოცნებად ექცა… ოცნებად, რომელიც ახდა, ოღონდ არა დედებისთვის – შვილებისთვის… ან იქნებ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველასთვის – დედებიც ხომ შვილების თავისუფლებაზე ოცნებობენ…

P.S. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი ბათუმელებმა შემოგვთავაზეს. იმედია, ამ თემაზე დაწერილი წიგნები ხშირად ითარგმნება და ასეთი გამოგონილი, თუმცა კი რეალური ისტორიებით (ეს ხომ ეპოქის დოკუმენტური აღწერა კი არა, დედა-შვილის ამბავია)  მაინც ვიგრძნობთ იმას, რასაც განიცდიდნენ ჩვეულებრივი ადამიანები მაშინ…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. ლო ლი
    აპრილი 11, 2019 @ 17:54:40

    ძალიან, ძალან ძლიერი წიგნია ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: