“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია”. – ლევ ტოლსტოი – “ანა კარენინა”
მობრძანდით, დაბრძანდით! თქვენს წინაშეა ტრადიციული ისტორია უბედური ოჯახის, მოღალატე ცოლისა და მისი საყვარლის შესახებ. უინტერესოა, არა? მაგრამ ტოლსტოიმ ხომ გვითხრა, რომ ასეთი ოჯახები ერთმანეთს არასდროს ჰგავს… მით უფრო, თუ მთხრობელი სიტყვის ისეთი ოსტატია, როგორიც ვლადიმირ ნაბოკოვია…
მის ნაამბობში არ არის ცალსახად დადებითი გმირი, თუმცა მეტ სიმპატიას მაინც მეფე-ქმარი იწვევს. ის ნამდვილად იმსახურებს ბანქოს “მაღალი მასტის” წოდებას, რადგან ძლიერია – ფიზიკურად, “კომერციულად”, ყველანაირად. მუდმივ მოძრაობაშია და თავს არ გვავიწყებს.
უფრო ფერმკრთალია დამა-ცოლი. ის აშკარად უფრო დაბალ საფეხურზე დგას “ბანქოს დასტაში” და მხოლოდ საკუთარ მოწყენილობას ებრძვის.
ვალეტი-საყვარელი კი საერთოდაც ისეთი ბანქოა, რომელიც ნებისმიერი სხვა “მასტით” შეიძლება ჩავანაცვლოთ და ამით არაფერი შეიცვლება. ცალკე მას არავითარი ღირებულება არ აქვს – მხოლოდ მეფე და დამა სძენენ მას “საინტერსოობას”.
და ჯოკერი? ვის ხელში აღმოჩნდება ის? სწორედ ესაა გასარკვევი… ან იქნებ არც არის? რაც არ უნდა მოხდეს, მთავარი კოზირი მაინც ცხოვრების ხელში იქნება… როგორც ყოველთვის… არ გჯერათ? წაიკითხეთ წიგნი ბოლომდე და დარწმუნდებით…
P.S. ამ წიგნს ქართულადაც ნახავთ. თარგმანი წლების წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.
ბოლო კომენტარები