თოვლი საკურას ყვავილობისას

გიყვართ იაპონური ლიტერატურა? და იუკიო მიშიმა? მაშინ გეცოდინებათ, რომ მასზე საუბარი რთულია… მისი პროზა უბრალოდ უნდა იგრძნოთ… საკუთარი თვალით უნდა დაინახოთ თოვლის ფანტელები აყვავებული საკურას ფონზე… თავად უნდა შეიგრძნოთ ის, რასაც გრძნობენ კიო და სატოკო, რომლებიც თითქოს თოვლის საფარის ქვეშ ცდილობენ შემალვას… ცდილობენ ქარბუქში დამალონ საკუთარი აკრძალული სიყვარული (სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერც კი მივხვდი, რატომ იყო ეს აკრძალული, მაგრამ შემდეგ მათი ასაკი გამახსენდა და ყველაფერი დალაგდა), არარსებული მომავალი… მაგრამ თოვლი დნება… დნება იაპონიის წარსულიც, მაგრამ ნელა… ძალიან ნელა… მანამდე კი სიყვარული ისევ აკრძალული ხილია… სულის ერთადერთი ნავსაყუდელი – ტაძარი… შეყვარებულთა გულები კი მარადისობაში ერთიანდებიან… ასე თუ ისე, ეს მაინც ასეა… მაშინაც, დღესაც, მომავალშიც…

P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ქართულად არ გვაქვს, თუმცა “დიოგენე” აქტიურად თარგმნის იუკიო მიშიმას. იმედია, გაგრძელება იქნება და მალე ყველა გაიცნობს მიშიმას ჩვეულებისამებრ საოცარი ოსტატობით გამოძერწილ გმირებს და შეიგრძნობს იმას, რასაც სიტყვებით მხოლოდ იუკიოს მსგავსი დიდი მწერლები გადმოსცემენ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: