ცხოვრების გაკვეთილები პატარა პრინცისგან

“ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს).”

patara_princi_magari_qda_0

ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ ძალიან ბევრი წიგნი წაგიკითხავთ… ბევრი დაგავიწყდათ, ბევრი დეტალურად გახსოვთ… იცით, რა? მგონია, რომ ყველა წიგნი (თუნდაც ცუდი) რაღაცას გვასწავლის, მაგრამ იშვიათია წიგნი, რომელიც გადატრიალებას ახდენს ჩვენში (წლებთან ერთად ასეთი მძაფრი ემოციის განცდა იშვიათდება). ცოტაა პერსონაჟი, რომელიც იმდენ რამეს გვასწავლის, რამდენიც პატარა პრინცმა შეძლო!

დიახ, ეს პატარა ბიჭუნა, რომელსაც სენტ-ეგზიუპერი უდაბნოში “გადაეყარა”, ცხოვრებას გვასწავლის, გვასწავლის მთავარს – ბავშვად დარჩენას, ეს კი ყველაფერია! საკუთარ თავში ბავშვს თუ აღმოვაჩენთ, ნახატში ქუდს კი არა, მახრჩობელა გველის მიერ გადაყლაპულ სპილოს დავინახავთ… მივხვდებით, რომ არ უნდა ავყვეთ ძალაუფლების წყურვილს, პატივმოყვარეობას, სასოწარკვეთილებას, ფუჭ საქმეს… ცხოვრება ხომ მშვენიერია! ყოველთვის შეიძლება სამყაროს მრავალფეროვან ფერებში დანახვა. მთავარია, გულით შეხედო და არა თვალებით, მთავარია იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე, იმ ერთადერთზე, რომელიც სხვებს არ ჰგავს… მთავარია ახედო ზეცას და დაინახო შენი ვარსკვლავი, რომელიც გზას გინათებს…

P.S. ძალიან სასიხარულოა, რომ ამ შესანიშნავი წიგნის არაერთი თარგმანი გვაქვს. დიახ, ასეთი წიგნები უნდა ითარგმნებოდეს, იყიდებოდეს და, რაც მთავარია, მათ უნდა კითხულობდნენ – ბავშვები, დიდები… ერთად და ცალ-ცალკე, რათა ყველამ ერთ მხარეს გაიხედოს…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: