გოგონა, რომელიც გადარჩა

“მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა, ყველაზე რთულია გამოიყურებოდე მშვიდად და იქცეოდე ჩვეულებრივად. საუბრობდე, ეხმარებოდე იჯდე მათთან ერთად და რაც მთავარია იყო “ცოცხალი”.

ისევ დადგა გაზაფხული… 74-ე გაზაფხული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… 12 ივნისს ანა ფრანკი 90 წლის გახდებოდა, თუმცა 16 წლისაც არ იყო, როდესაც ფაშიზმს ემსხვერპლა, მაგრამ გადარჩა! დიახ, ის არსად წასულა – ახლაც ჩვენთანაა და ყოველთვის ასე იქნება. ანა (გნებავთ ანე) ყოველთვის ის პატარა სიცოცხლით სავსე გოგონა იქნება, რომელიც თავისი ღიმილით, თავისი დღიურის ფურცლებით დღესაც იმედით გვავსებს – გვახსენებს, რომ კეთილი, მხიარული, მოსიყვარულე ადამიანები მუდამ ასეთებად რჩებიან, გარეთაც, სამალავშიც… კიდევ იმას გვახსენებს, რომ ასეთი ტრაგედია აღარასდროს უნდა დავუშვათ (თუმცა კი მას შემდეგაც უამრავჯერ დავუშვით და დღემდე ვაგრძელებთ). არავინ უნდა იდევნებოდეს ეთნიკური წარმომავლობის გამო, არც ერთი დედა არ უნდა რჩებოდეს მშერი შვილების გამოსაკვებად, არც ერთი გოგონა არ უნდა მიდიოდეს ამქვეყნიდან პირველ სიყვარულზე ოცნებით, არავინ უნდა ჰპოვებდეს ბედნიერებას სამალავის ფანჯრიდან ხის დანახვაში…

სწორედ ამას გვასწავლის ანა… ის ომში არ ყოფილა, არ უნახავს სისხლიანი ბრძოლის ველი, დაბომბილი ქალაქები… ის მხოლოდ 15 წლის გოგონაა, რომელმაც დაძლია შიში და შეძლო ცხოვრება და ამ “ჩვეულებრივი” ყოფის აღწერით საუკეთესოდ დაგვანახა ომი… გოგონა, რომელიც გადარჩა…

P.S. ამ წიგნს უნდა ვკითხულობდეთ, ეკრანიზაციებს ვნახულობდეთ… ანას მშობლიურ ქალაქში თუ მოვხვდებით, მუზეუმშიც უნდა შევიაროთ… რატომ? იმიტომ, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: