გერმანული ტრაგედია

“ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. იგი მხოლოდ იმ თაობის ამბის თხრობას ცდილობს, რომელიც მისთვის განკუთვნილ ყუმბარებს კი გადაურჩა, მაგრამ ომისგან მაინც დაინგრა.” – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”

ისევ დადგა გაზაფხული… 74-ე გაზაფხული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… იმ ომის შემდეგ, რომელიც წიგნების დაწვით დაიწყო და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა… დღეს გერმანია სულ სხვანაირი ქვეყანაა, რადგან აღიარა მომხდარი, ხაზი გადაუსვა ორ მსოფლიო ომს და გააგრძელა ცხოვრება, თუმცა საზოგადოების (ძირითადად მაშინდელ საბჭოელთა) ნაწილში ფეხი მოიკიდა აგრესიამ გერმანელთა მიმართ… მაგრამ რატომ არავინ იფიქრა მათზე – უბრალო გერმანელებზე? სკოლის მერხიდან ფრონტის ხაზზე გადასროლილ ახალგაზრდებზე, ბრძოლის ველზე სისხლისგან დაცლილ ან სამუდამოდ დაინვალიდებულ სიცოცხლით სავსე მამაკაცებზე, მათზე, ვისაც ისეთი სიყვარული შეუძლია, როგორიც პატი ჰოლმანსა და რობერტ ლოკამპს, ისეთი მეგობრობა – როგორიც გოტფრიდ ლენცსა და ოტო კესტერს… მათაც ხომ გადაიტანეს უდიდესი ტრაგედია – სიკვდილი ან სიცოცხლე, რომელსაც ომის აჩრდილი სდევს თან… მაგრამ მათ შეძლეს ჭაობიდან ამოსვლა… და ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ წარსული გავიაზროთ? რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყუმბარამ არ დაანგრიოს ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით შეიძლება იმის მიღწევა, რომ აღარავინ დახუჭოს თვალები სამუდამოდ მაშინ, როდესაც “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, არავინ ხვდებოდეს განთიადს მეგობრისა და საყვარელი ადამიანის გარეშე…

P.S. რემარკის წიგნები ქართულადაც გვაქვს. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შემოქმედების გარკვეულ ეტაპზე ჰერ ერიხი საკუთარ თავსვე იმეორებს, თუმცა ზემოთხსენებული ორი წიგნი ნამდვილად არის ის, რაც უნდა წავიკითხოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: