ჰაიტელთა სამეფო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰაიტიზე! ყოფილხართ ამ ფრიად საინტერესო კუნძულზე? ახლა გაქვთ შანსი შეიხედოთ მე-18 საუკუნეში და ერთი ადამიანის – მონა ტი ნოელის თვალით შეხედოთ სამეფოს.

როგორც ავტორი ამბობს, ტი ნოელის მონათხრობი ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება, თმცა ამავე დროს ერთგვარად მაგიურიც არის. აბა თავად განსაჯეთ, სხვაგვარად როგორ იქნება? ის ხომ ჰაიტელი მონაა, რომელმაც სხვებთან ერთად ჯერ “თეთრების” უღელს დააღწია თავი და ამისთვის უკან არაფერზე დაუხევია – არც სისხლისღვრაზე, არც ძალადობასა და ძარცვაზე (ეს ხომ მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში ასეა – იქნება ეს საფრანგეთი და ევროპის სხვა სახელმწიფოები, აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები – რევოლუციის ჟამს მსხვერპლი ხდება მოძალადე), შემდეგ კი ისევ მონა გახდა – ამჟამად საკუთარივე “თანამემამულეთა” მონა…. ტი ნოელი ისაა, ვინც ამქვეყნიურ სამეფოში მარადიული ტანჯვისთვის დაიბადა, რადგან აქ ყველა ძალაუფლებისკენ ილტვის… ეს ხომ იმქვეყნიური სამეფო არაა, სადაც ყველა თანასწორია და არავითარი იერარქია არ არსებობს…

P.S. ალეხო კარპენტიერის ეს წიგნი ძალიან პატარაა და ალბათ სულ რამდენიმე საათში წაიკითხავთ (თუ უცხო ენებზე კითხულობთ), მაგრამ ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანიცაა, რადგან ჰაიტის ისტორიას თითქმის არ ვიცნობთ.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. ლელა
    ივნ 09, 2019 @ 00:05:08

    ქართულად არ არის ნათარგმნი?

    Like

    პასუხი

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლელა კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: