ის

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში! თუმცა სიტყვა “კეთილი” აქ რა მოსატანია… ქალაქში ხომ უბედურება ტრიალებს – გაურკვეველი ადამიანი თუ ძალა მოსახლეობას – ძირითადად ბავშვებს – ხოცავს! ეს ერთი შეხედვით მშვიდი დასახლება შიშს მოუცავს და გამოსავალიც არ ჩანს. პოლიცია მხოლოდ ვერსიებზე მსჯელობს და კომენდანტის საათს აწესებს, რაც, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ შველის. ნამდვილი დამნაშავე უცნობია და მსხვერპლთა რაოდენობაც იზრდება…

და იცით ვინ არის მკვლელი? ის! დიახ, ის, რომელიც უმეტესად კლოუნის ფორმაში გადაცმული “ნადირობს”, თუმცა, თუ დასჭირდა, არც სხვა “სამოსს” თაკილობს. სწორედ მან მოკლა პატარა ჯორჯი, რომელიც ყვითელ საწვიმარში გამოწყობილი უფროსი ძმის გაკეთებულ გემს მისდევდა… და აი აქ დაუშვა შეცდომა ბნელმა ძალამ! ჯორჯის მოკვლით ის შეიჭრა ბილის და მისი 6 მეგობრის ცხოვრებაში, შეიჭრა და საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ამ შვიდმა მოზარდმა შესანიშნავად იცოდა, რომ ყველაზე საშიში ის კი არა, ადამიანები არიან – გულგრილი ან “ზედმეტად მზრუნველი”, მოძალადე მშობლები და თანატოლები… როდესაც ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით გჩაგრავენ რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვიზუალის ან ნებისმიერი სხვა რამის გამო, ის ვეღარაფერს დაგაკლებს! ასე ერთიანი ძალითა და რწმენით დაამარცხეს 1958 წელს “ლუზერებმა” – ბილმა, სტენმა, ედიმ, მაიკმა, რიჩიმ, ბენმა და ბევიმ ის… მაგრამ გავიდა 27 წელი და მან გაიღვიძა… დერის კატაკომბებში ისევ გამოჩნდა უცნაური კლოუნი და ბავშვებმაც კვლავინდებურად დაიწყეს გაქრობა… რა უნდა ექნათ აწ უკვე წარმატებულ “ლუზერებს”, რომლებსაც წარსული დერის დატოვებისთანავე დაავიწყდათ? რა თქმა უნდა, ისევ უნდა გამოეცხადებინათ ბრძოლა ბნელი ძალისთვის! მაგრამ შესაძლებელია გამარჯვება ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ძველებურად აღარაფერია? ეს უკვე სტივის გადასაწყვეტია – ჩვენ მხოლოდ სტუმრები ვართ მის განუმეორებელ სამყაროში…

P.S.მოგინდათ დერიში შეხედვა? “პალიტრა L” თქვენს გვერდითაა! სტივენ კინგის ამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს. ტრადიციულად “საშიში” რამეა – მერე რა, თუ ოდნავ “გაწელილი”… მე კი ფილმის მეორე ნაწილს დაველოდები და ერთად “დავაგემოვნებ” 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: