ბედნიერი ერი

“…ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი…”

საბჭოთა ეპოქაზე ხშირად ვსაუბრობთ და ასეც უნდა იყოს. მეტიც – ისტორიის ამ ნაწილს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ… მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მენტალური ოკუპაცია 1921 წელს არ დაწყებულა. ცხენზე ამხედრებული სიკვდილი ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა ჩვენში, როდესაც “მეფე ირაკლიმ გადაწყვიტა ბედი ქართლისა.” რამდენად არსებობდა მაშინ სხვა გზა, ამაზე მსჯელობა აღარ ღირს და ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენლებიც სულ სხვა რამეზე წუხდნენ…

აბა, დავაკვირდეთ მეფის რუსეთის “მფარველობის ქვეშ” ყოფნის პერიოდის ლიტერატურას… ეს მხოლოდ ისტორიის სახე კი არა, დღევანდელობაა! დღესაც განსჯის საგანია250px-niko_lortkipanidze “ოქროს გალიაში პატივით დატყვევება” სჯობს, თუ თავისუფლება? “პოვოსკაში ჯაყჯაყი” თუ ეტლით კომფორტულად გადაადგილება? რუსი “აფიცრების” “მეცნიერული აღმოჩენები” თუ “ფრანსიელების” განათლება? ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელია – არავის უნდა “მტვერწაყრილი”, “თავდახრილი”, “უქმი” და “უდიერი” იყოს… არავის სურს კუდაბზიკეთში ცხოვრება , არც ლუარსაბსა და დარეჯანში საკუთარი თავის ამოცნობა… მაგრამ რეალობა სხვაგვარია… სარკე სულ სხვა რამეს აჩვენებს – თათქარიძეების გადანგრეულ ღობეს, საშაქრეში დატყვევებულ ბუზს, ტილებისა და რწყილების “შერკინებას” მმართველობის ხელში ჩასაგდებად… მაგრამ nikoloz_baratashviliიმედი არსებობს. სანამ სარკეში ჩახედვა შეგვიძლია, სანამ ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელიც ფიქრობს, რას გაუკეთებს ქვეყანას, სანამ სადღაც შორს ქვეყნის სიყვარულით იფერფლება გული… იმიტომ, რომ როგორც არ უნდა ეცადონ, ქართველი კაცის ბუნება თერგივით დაუდგრომელია და არა მყინვარივით გულცივი… საქმიანია და არა ლუარსაბივით ზარმაცი… ასეთი იყო, სანამ დაატყვევებდნენ და ასეთი გახდება… აუცილებლად იქცევა ბედნიერ ერად – ამჯერად ყოველგვარი ირონიის გარეშე…

P.S. ზოგადად დიდი ლიტერატურის დამახასიათებელი სწორედ ისაა, რომ აქტუალობას არ კარგავს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი “ზედმეტად” ახლობელია. თითქმის ორი საუკუნის თავზეც კი თავს ვერ ვაღწევთ (მხოლოდ ფიზიკურად რომ იყოს, კიდევ რა გვიშავდა) მტერს… მგონი, ამაზე მუდმივად უნდა ვიფიქროთ, არა?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: