ველური პალმები

“თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.” (ფსალმუნი 136:5)

მაინც რა არის ბედისწერა? ალბათ ამაზე ბევრი გიფიქრიათ, ბევრიც წაგიკითხავთ და გინახავთ… მაგრამ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს… ისევე, როგორც არ არსებობს თავისუფლების განმარტება… და ზოგიერთი წიგნის შეფასება… განსაკუთრებით, უილიამ ფოლკნერის… “ველური პალმები” თუ წაგიკითხავთ, აუცილებლად დამეთანმებით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კონტრაპუნქტის პრინციპით აგებული წიგნი (შემიძლია ვთქვა, რომ “ველური პალმები” უფრო მომეწონა, მაგრამ ახლა – წაკითხვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ – კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ორი, ერთი შეხედვით სრულიად დაუკავშირებელი, ნაწილი განუყოფელია),რომელიც მოგვითხრობს ქალსა და მამაკაცზე და შემთხვევით თავისუფლებაზე აღმოჩენილ პატიმარზე. ეს ბევრად მეტია… ესაა ამბავი კაცზე, რომელიც თავსიფულებას გაექცა და კიდევ წყვილზე, რომლებსაც თვისუფლება სურდათ… კიდევ ასაკოვან “უფერულ” ცოლ-ქმარზე, მიტოვებულ ქმარსა და შვილებზე… დიახ, ეს არის სიყვარულის ისტორია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მივეჩვიეთ – ისეთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მოიპოვეს, დაისაკუთრეს, მაგრამ “ეზედმეტათ”… რომელიც თავისუფლება კი არა, სიმძიმე აღმოჩნდა… რომელიც დააგემოვნეს და ყელში გაეჩხირათ… რომელიც ველური პალმების შრიალში მოკვდა…

P.S. ძალიან მიხარია,რომ უილიამ ფოლკნერის ნაწარმოებები ქართულად აქტიურად ითარგმნება (შეძენა შეგიძლიათ ყველგან, მათ შორის ონლაინაც). ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის გამომცემლობა “არტანუჯს”. ეს ემოციური წიგნიც მათ შემოგვთავაზეს. მოიძიეთ და თავად განიცადეთ ის, რისი გადმოცემაც მოყოლით არ შეიძლება.

Advertisements

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: გამოღვიძება | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: