სტუმრად ნარნიაში

კეთილი იყო თქვენი მობრძანება ნარნიაში! აქ თქვენც გარდერობიდან მოხვდით? ააა, წიგნის ფურცლებიდან? გასაგებია! კლაივ ლუისს მოუყვანიხართ. არ დაიბნეთ, წინ ფავნი გაგიძღვებათ და შეგიყვანთ სამყაროში, რომელიც სავსეა ბიბლიური და ბერძნულ-რომაული მითოსის ალუზიებით და რომელიც ერთდროულად ძალიან რეალურიცაა და ამავე დროს გამოგონილიც. აბა, თავად განსაჯეთ, როგორ შეიძლება, რომ ჯადოქარმა და მისმა დისწულმა სრულიად შემთხვევით გაჭრან კარი სამყაროებს შორის… ან იქნებ შეიძლება? ნარნიაში თუ ამოყოფთ თავს, მიხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია, სიკეთის სახელით იბრძოლოთ – ხან დიგორისა და მის მეგობართან ერთად ბოროტი ჯადოქარი დაამარცხოთ და ნარნიას შექმნას დაესწროთ, ხან დიდებული ასლანის ხელდასმით ტახტზე ასულ და-ძმებს უგულშემატკივროთ, უფლისწული კასპიანის გამეფებას შეუწყოთ ხელი, “განთიადის დამმორჩილებლით” ქვეყნის დასალიერში ჩახვიდეთ, მოჯადოებული მეფისწული გამოიხსნათ, ან მეფე-დედოფალთა ბიძაშვილ იუსტასთან ერთად მიხვდეთ, რომ ამქვეყნად მთავარი სიკეთე, მეგობრობა და ერთმანეთის დახმარებაა. თუ ამას გაითავისებთ, აუცილებლად გაიმარჯვებთ. მერე რა, თუ გაიზრდებით და ნარნიას გზას ვეღარ მიაგნებთ. გულში მაინც შეინახავთ მასზე მოგონებას და მაშინ, როდესაც თქვენთვისაც დადგება უკანასკნელი ბრძოლის დრო, სამუდამოდ დაბრუნდებით აღთქმულ მიწაზე… ასე მოხდება ევასა და ადამის ყველა იმ შვილის ცხოვრებაში, რომელიც ასლანის რწმენას შეინარჩუნებს და სწორი გზიდან არ გადაუხვევს…

P.S. ძალიან მიხარია, რომ ამ სერიის დიდი ნაწილი უკვე ქართულადაც გვაქვს (შეძენა შეგიძლიათ ყველგან, მათ შორის ონლაინაც). იმედია მალე ბათუმელები ბოლო ორ ნაწილსაც შემოგვთავაზებენ და კლაივ ლუისის დიდებულ სამყაროს სრულად შევაფასებთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: