სტუმარ-მასპინძელნი

“დღეს სტუმარია ეგ ჩემი თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.”

ვაჟა-ფშაველას პოემები ალბათ ყველას წაგვიკითხავს. სხვაგვარად არც გამოდიოდა, რადგან სკოლაში ვსწავლობდით. მაგრამ რამდენად ვუღრმავდებოდით მაშინ ამ და სხვა შესანიშნავ ნაწარმოებებს? რამდენად ვაკავშირებდით მას ცნობილ ქართულ სტუმარ-მასპინძლობასთან, რომლითაც ასე მოგვაქვს თავი? და რამდენაც სწორად ვიაზრებდით ჯოყოლას, ზვიადაურისა და აღაზას როლს?

პოემა პირველად 1893 წელს გამოქვეყნდა და საფუძვლად ისტორიული რეალობა დაედო (ხევსურთა და ქისტთა შუღლი), თუმცა დღეს მისი მნიშვნელობა ამით არ შემოიფარგლება. ქისტი ჯოყოლას თავგანწირვა ვაჟკაცი სტუმრის დასაცავად 21-ე საუკუნეშიც აქტულურია. ყველაზე მეტად კი ჩემი ყურადღება (სწავლის პროცესშიც და ახლაც – 10 წლის თავზე) აღაზამ მიიქცია. საზოგადოებაში, რომელიც მუდმივად ებრძოდა მეზობელ ხევსურებს და ზვიადაურის სასტიკად დასჯის მიზნით არ ერიდებოდა ალხასტაიძეების სახლში შეჭრას, ქალის მიერ მტრად შერაცხული კაცის დატირება თამამი განაცხადია! აღაზამ გადააბიჯა ყველა ბარიერს, რომელიც ეთნიკური, რელიგიური, გენდერული ნიშნით აღიმართა და მაშინაც კი, იმ პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცებზე წინაც კი დადგა. დიახ, ჩემთვის ეს პოემა მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობაზე არ არის, არც ქისტებსა და ხევსურებზე! ეს პოემა არის ძლიერ ქალზე – კიდევ ერთ მასპინძელზე, რომელმაც ღირსეულად დაიცვა სტუმარი! განა ავტორმაც ასე არ ჩაიფიქრა? ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა ხომ ერთად არიან და “ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა, სტუმარ-მასპინძლის წესზედა ცნობის და და-ძმობისასა”… სამივე ერთად არიან იქ, სადაც უფსკრულს პირიმზე დასცქერის…

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: