დოსტოევსკის დაუვიწყარი სამყარო

ფიოდორ დოსტოევსკის ალბათ ყველა იცნობს და მის ბიოგრაფიასა თუ შესანიშნავ წიგნებზე საუბარი რთულია. თუმცა არც გაჩუმებაა ადვილი. ემოცია, რომელსაც სამუდამოდ ტოვებს მისი თითოეული წიგნი თუ პერსონაჟი, მარტივი გადმოსაცემი არაა.

დაუვიწყარია “დანაშაული და სასჯელი” სინდისის ქენჯნით დატანჯული როდიონ რასკოლნიკოვით, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული – მოკლა მევახშე ქალი და მისი და – და საკუთარ თავს თავადვე გამოუტანა სასჯელი; სონია მარმელადოვათი, რომელმაც ოჯახის გადასარჩენად საკუთარი სხეულით ვაჭრობას მიჰყო ხელი და მხოლოდ სხეული კი არა, სულიც დაკარგა; საოცრად რეალურად აღწერილი მევახშე ქალით; შემზარავ მდგომარეობაში მყოფი მარმელადოვებით; რასკოლნიკოვის ერთგვარ ჩრდილად ჩაფიქრებული სვიდრიგაილოვით; ასევე როდიონის “მონათესავე სულად” ქცეული გამომძიებლით; ლუჟინის, სვიდრიგაილოვისა და რაზუმიხინის “ყურადღებას” შორის “გაჭყლეტილი” დუნიათი… დაივიწყებთ მათ და დანაშაულისა და სასჯელის სულისშემძვრელ ამბავს? ვერასდროს!

ვერასდროს დაივიწყებთ ვერც თავად მიშკინს, რომელიც იმდენად იდეალურია, რომ მხოლოდ იდიოტის “ტიტულს” იმსახურებს, ნასტასია ფილიპოვნას, რომელიც რაგოჟინის გიჟურ ვნებასა და მიშკინის ჩუმ სიყვარულს შორის იხლიჩება , ეპანჩინებისა და ივოლგინების “ნამდვილ რუსულ” ოჯახებს…

ვერც გერმანულ საკურორტო ქალაქში “დატრიალებულ რულეტკას” ამოიგდებთ თავიდან, რომელც აზარტის ჭაობში ითრევს ალექსეი ივანოვიჩს, ბებიის სიკვდილის მოლოდინში მყოფ ოჯახს, თავად ბებიას და ყველას… ყველას, ვინც აზარტულ თამაშებში ჩაერთვება…

და რაღას იტყვით დოსტოევსკის შემოქმედების მწვერვალზე და მის გმირებზე? ფიოდორ კარამაზოვზე, რომელიც შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა; ძმებზე – რომანტიკულ დიმიტრიზე, ათეისტ ივანსა და “მოქმედ” ალიოშაზე, წმინდა მამა ზოსიმესა და კარამაზოვების ძმად მიჩნეულ სმერდიაკოვზე? მათ დაივიწყებთ? ვერასდროს, რადგან დოსტოევსკიმ მათ, “ეშმაკნის”, “ყმაწვილისა” და სხვა ნაწარმოებების გმირებს, სიუჟეტებს, თითოეულ სიტყვას უკვდავი სული შთაბერა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: