მხოლოდ შეშლილთათვის

„ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა, ანდა ფული დაკარგა! არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი ადამიანი წააგავს ცხოველს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია. ჰოდა, ტრამალის მგელო, პირველად რომ გნახე, სწორედ ასეთი იყავი“.

გაიცანით, ეს ჰარი ჰალერია! ეს ტრამალის მგელია! ადამიანებში ორი სულია, ორი არსება, ორი საწყისი – ღვთიური და დემონური, დედისა და მამის სისხლია, ბედნიერებისა და ტანჯვის შეგრძნება ისევეა არეული მასში, როგორც ადამიანი და მგელი ჰარიში. ჰარიმ იცის, რომ ეს ორი არსება მასში მუდმივად ებრძვის ერთმანეთს, ამიტომ მათ იზოლირებას ცდილობს. ცდილობს, რომ საკუთარი სული “შეკუმშოს” და “ჩვეულებრივი ბურჟუას” ცხოვრებთ იცხოვროს. ჯერ არის და ცეკვას სწავლობს – სხეულთან ჰარმონიით ცდილობს სულიერი სიმშვიდის მოპოვებას, შემდეგ ლამაზ ქალთან სექსუალური კავშირით წუთიერი სიამოვნებისკენ მიილტვის, მასკარადზე საკუთარ პიროვნებას ივიწყებს… მაგიურ თეატრში კი სული გარეთ გამოდის, ისე ჩანს, როგორც სარკეში. თეატრის მიზანიც ხომ ესაა – შეშლილებს (ამაში ისინი მოიაზრებიან, ვინც სულიერების მაღალ საფეხურზეა ასული) უნდა დაანახოს, რომ საკუთარ “მესთან” სერიოზული დამოკიდებულება არ შეიძლება. სულის ნაწილების აწყობა ხომ ისე შეიძლება, როგორც გვინდა… საკუთარი სულის ნაწილის მოკვლაც კია შესაძლებელი – ზუსტად ისე, როგორც ჰარიმ მოკლა ჰერმინა… და სამუდამო სიცოცხლე მიესაჯა – სიცოცხლე იმისთვის, რომ სიცილი ესწავლა. ესწავლა საკუთარ სულთან – ადამიანსა და ტრამალის მგელთან ჰარმონიული ცხოვრება…

P.S. გაიგეთ რამე? თუ წიგნი არ წაგიკითხავთ, ალბათ ვერაფერი, რადგან ის მხოლოდ შეშლილთათვისაა – მათთვის, ვინც ჰერმან ჰესეს სარკეში ჩაიხედა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: