სამყარო, რომელშიც წიგნებს წვავენ

იქ, სადაც წიგნებს წვავენ, მომავალში ადამიანებსაც დაწვავენ.” (ჰაინრიხ ჰაინე)

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეი ბრედბერის სამყაროში! აქ კეთილდღეობა სუფევს – ადამიანები მუდამ სამსახურში მიიჩქარიან, უკან დაბრუნებულნი კი ინტერაქტიულ ტელევიზორებს მიუსხდებიან და გადაცემებს უყურებენ. გზად ერთმანეთს უმნიშვნელო თემებზე ესაუბრებიან… აბა მნიშვნელოვანზე რაზე უნდა ილაპარაკონ? ლიტერატურა კრიმინალად ითვლება. წიგნებს წვავენ, მათ მფლობელებს კი აპატიმრებენ ან ფსიქიატრიულ კლინიკებში ამწყვდევენ… მაგრამ არსებობს ცეცხლი, რომლებიც წიგნებს კი არ წვავს, პირიქით – ადამიანების გულებში ინთება და ისე გიზგიზებს, რომ მას ვერაფერი ჩააქრობს…

ასეთი ცეცხლი ენთო კლარისას სულში, რომელიც მხოლოდ იმიტომ ითვლებოდა უცნაურ ადამიანად, რომ ბუნებაზე, გრძნობებზე, ფიქრებზე საუბარი უყვარდა, იმ ქალის სულში, რომელმაც ცეცხლმოკიდებულ სახლში სიკვდილი არჩია ასეთ სამყაროში ცხოვრებას… და ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? ის, რომ ეს ცეცხლი გადამდებია. მათგან ის “მეხანძრე” გაი მონტეგს გადაედო და მის გონებაშიც გაჩნდა ეჭვი – ნუთუ მართლა ასეა? წიგნებს იმიტომ წვავენ, რომ ყველა თანასწორი იყოს და ხალხმა მშვიდად იცხოვროს? თუ იმიტომ, რომ ტოტალიტარულ სამაროში ხმა არავინ ამოიღოს? ნელ-ნელა გაი მიხვდა, რომ “მეხანძრეობა” საამაყო საქმე არაა, მაგრამ მიხვდნენ სხვებიც… მიხვდნენ, რომ გაიმ ფიქრი დაიწყო, მასას გამოეყო, წიგნები შეიყვარა… და მასაც მიადგნენ. მისი სახლიც დაწვეს, მისი მოკვლაც დააპირეს, მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალეს – სამყარო, რომელშიც წიგნებს (და ადამიანებს) წვავენ, დიდხანს ვერ გასტანს. ყოველთვის იარსებებენ ისინი, ვინც ნაბეჭდ სიტყვას ფურცლებზე თუ არა, გონებაში მაინც შეინახავს და დაელოდება იმ დროს, როდესაც ისევ შეძლებს უოლტ უიტმენის ლექსების, ბიბლიური ციტატების, უილიამ ფოლკნერის პროზის ბეჭდვას, კითხვას… იმ დროს, რომელიც შეუძლებელია არ დადგეს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: