ოთახი ხედით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფლორენციაში! ლიუსი და მისი კუზინა მდინარე არნოს პირას პანსიონატ “ბერტოლინიში” ისვენებენ, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს ეცნობიან… მაგრამ იტალიას (გნებავთ ბედისწერა უწოდეთ) სულ სხვა ჩანაფიქრი აქვს –  იებით მოფენილი ბორცვები სიყვარულისკენ უბიძგებს ახალგაზრდებს და არა “განათლებისკენ”… ლიუსი და ჯორჯიც მის მახეში ებმებიან, მაგრამ მთავარი ფაქტორი სულ სხვაა…

ლიუსი მე-20 საუკუნის ინგლისში ცხოვრობს – იმ საზოგადოებაში, რომელიც მყარ სტერეოტიპებზე დგას. ქალი წიგნებს წერს, დამოუკიდებლად ცხოვრობს და გრძნობებსაა აყოლილი? ეს შეუძლებელია! ლიუსიმაც იცის, რომ საკუთარი თავი უნდა დაარწმუნოს, რომ უყვარს სესილი და ოცნებობს მასთან ერთად მშვიდ ცხოვრებაზე… მაგრამ რა არის სიმშვიდე? თავის მოტყუება, “მესთან” ბრძოლა და ტრადიციულ “ოჯახის ქალად” ჩამოყალიბება, თუ თავისუფალი ქალის ცხოვრება, რომელიც ოჯახს საყვარელი მამაკაცს უკავშირებს, საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს? არჩევანის გაკეთება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ სნობი “ღვთისმსახურები”, მკაცრი ნათესავები და საზოგადოება გახვევია, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. უბრალოდ უნდა მიენდო შინაგან ხმას, ყურადღება არავის და არაფერს მიაქციო და იების მორევში ჩაიძირო… უბრალოდ გადახედო ჰორიზონტს ოთახიდან…

P.S. “ოთახი ხედით” მოსალოდნელზე მეტად მომეწონა. ალბათ შვებულებისას, როდესაც წიგნი ქალაქიდან ქალაქში “მოგზაურობს”, სწორედ ასეთი მსუბუქი, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხავი მჭირდებოდა. ამისთვის კი მადლობა ბათუმელებს ეკუთვნით. ისინი და მათი “უკვდავი ბიბლიოთეკა” რომ არა, კიდევ დიდხანს არ გადავშლიდი ქინდლის უკიდეგანო თაროებზე შემოდებულ წიგნს. თქვენც მოიძეთ (მათ შორის ონლაინაც) და ისიამოვნეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: