იცნობთ მაქს ფრიშს? ერთი შეხედვით მისი შემოქმედება შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. დიახ, მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის და თუ დაუკვირდებით, საერთოსაც ბევრს აღმოაჩენთ… და აი, ბოლოს თითქოს კვანძი იკვრება და ის აკეთებს ერთგვარ შეჯამებას თავისი ჰოლოცენიდან თავის მონტოკამდე! ისაა ბატონი გაიზერიც, რომელიც ბუნებრივი კატასტროფის მოლოდინში ხვდება, რომ ამაოა ბრძოლა ისტორიის შემოსანახად. საბოლოოდ კედელზე გაკრული ყველა ფაქტი ძირს დაცვივდება, ყველაზე დიდი კატასტროფა კი გადაუღებელი წვიმა კი არა, მარტოობაა, რომელსაც სიბერის, ცნობიერების დაკარგვისა და სიკვდილის ზღურბლზე თვალი უნდა გაუსწორო…
და ისაა ხანშიშესული მწერალი მაქსიც. მონტოკი, სადაც ის ახალგაზრდა ქალთან ერთად ატარებს შაბათ-კვირას, მისთვის ერთგვარი ზღვარია, რომელსაც გასცდა და ახლა საკუთარ წარსულს აანალიზებს, გვიამბობს, აღსარებას გვაბარებს… ან იქნებ საკუთარ თავს აბარებს… ვინ იცის…
P.S. მაქს ფრიშს ჩემსავით თუ აფასებთ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ შემოთავაზებილი მაია ფანჯიკიძის თარგმანები მოიძიეთ. ვერ გეტყვით, რომ “Homo Faber”-ს, “ვიქნები თუნდაც განტენბაინს” ან “შტილერს” აჯობებს, მაგრამ დიდად კი ისიამოვნებთ.
ბოლო კომენტარები