საქართველოს ისტორია რეიფილდისგან

საქართველოს ისტორიას მეტ-ნაკლებად ყველა ვიცნობთ, რადგან მისი შესწავლა ჩვენთვის სავალდებულო გახლდათ. თუმცა უმეტესად ზედაპირულად ვსწავლობდით (სახელმძღვანელოების, პედაგოგების თუ უბრალოდ მძიმე პერიოდის “დამსახურებით”)… და აი ახლა დონალდ რეიფილდისა და “პალიტრა L”-ის დახმარებით შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაღოთ კარი წარსულში.

ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ წინ სასიამოვნო საკითხავი გელით, რადგან მისტერ დონალდი ცდილობს, რომ ერთ წიგნში ჩაატიოს სამიათასწლოვანი ისტორია – ის მშრალ ფაქტებს გვიამბობს და ძირითადად ერთ თავში მთელს საუკუნეს სწვდება. მაგრამ ამასთანავე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მისი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უცხოენოვანი მკითხველებისთვის (რომლებიც ხშირად საქართველოს მხოლოდ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის რანგში განიხილავენ), ისე ჩვენთვის. ჩვენ ხომ ისტორიის კონკრეტულ ეპიზოდებზე (მაგალითად, დავით აღმაშენებლის ან თამარ მეფის მმართველობის პერიოდზე) გვიყვარს ფოკუსირება და თვალს ვხუჭავთ ბევრ ისეთ ფაქტზე, რაც იმ დროისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ახლა კი ჩვენი სათაყვანებელი მეფეებისთვის “შეუფერებლად” მიგვაჩნია (მაგალითად, ბევრი მათგანის მიერ ტახტის დაკავების “საეჭვო კანონიერება”, მათი პირადი ცხოვრება ან ძალაუფლების განმტკიცება სისასტიკისა და მკვლელობების “დახმარებით”). რეიფილდი შეულამაზებლად გვიყვება როგორც დიდების წლებზე, ისე ქართველთა შუღლზე, რითაც ასე მოხერხებულად სარგებლობდნენ მტრები(ახლაც ასეა, თუმცა წიგნს თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩვენი ახლანდელი ყოფა ბევრად უკეთესია – მხოლოდ ერთი დამპყრობელი გვებრძვის, მსოფლიო პოლიტიკა მეტ-ნაკლებად განსხვავებულია და სოციალური პრობლემებიც, მაშინდელთან შედარებით, არაფრად მოგეჩვენებათ). ის მრავალ წყაროს ეყრდნობა და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რა არის სიმართლე და რა ჟამთააღმწერელთა ინტერპრეტაცია, თუმცა ეს ხომ არც ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით ვიცით… მთავარია ვიკითხოთ, ვიკვლიოთ, წარსულის გამოცდილება გავითვალისწინოთ და წინ წავიდეთ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: