მალალა – გოგო, რომელიც გადარჩა

მალალა იუსაფზაი ჩვეულებრივი გოგო იყო, გოგო პაკისტანიდან. ის მსოფლიოს სხვა გოგონების მსგავსად დადიოდა სკოლაში, უყურებდა “ბინდს”, უსმენდა ჯასტინ ბიბერს, უყვარდა ოჯახი, მეგობრები, თავისი სამშობლო… მაგრამ 2012 წლის 9 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვალა – სკოლის ავტობუსში მალალას თალიბანის წარმომადგენელმა ესროლა…

ეს ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო. მალალას მამა, რომელმაც მთელი ახალგაზრდობა სკოლის გახსნას შესწირა, თალიბანის აკრძალვების და მუდმივი საფრთხის მიუხედავად, მაინც არასდროს იხევდა უკან. მასთან ერთად სწავლის უფლებისთვის იბრძოდა მალალაც – ბლოგის, პრესის, ტელევიზიის, რადიოს საშუალებით ცდილობდა, რომ მთელს მსოფლიოს გაეგო – პაკისტანელ გოგონებსაც ისევე უნდა ჰქონდეთ განათლების მღების საშუალება, როგორც ეს ჩვენ გვაქვს! მათაც უნდა იცხოვრონ მშვიდ ქვეყანაში და არა ყოველდღიურ შიშში. მალალას მხოლოდ ეს უნდოდა. სანაცვლოდ კი მიიღო ტყვია, რომელმაც მის თავის ქალაში გაიარა და, რომ არა კვალიფიციური ექიმები, 15 წლის გოგო ვერ გადარჩებოდა… მაგრამ ის გადარჩა! დღეს მალალა 22 წლისაა, ბირმინგემში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და თითქოს ბედნიერია. სახის კუნთების ფუნქციაც აღუდგა და უკვე გაღიმებაც შეუძლია, თუმცა მის თითოეულ სიტყვაში მაინც ჩანს უდიდესი სევდა. მალალას სამშობლო ენატრება. მისი ოცნება პაკისტანის მიწაზე დაბრუნებაა… იმედია ოდესმე ეს ოცნება აუხდება და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიხვდებიან, რომ ღმერთს (მიუხედავად სახელისა, რომლითაც მოვიხსენიებთ) მხოლოდ თანასწორობა, განათლება, თავისუფლება სურს… მისი სახელით ბოროტებას კი ფანატიკოსები სჩადიან – ისინი, ვისაც ებრძვის მალალა… ისინი, ვისაც უნდა ვებრძოლოთ ჩვენ…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: