ავღანეთის პატარა ღარიბი სოფლიდან ქაბულისკენ მიმავალ გზაზე მთებმა მთებს უთხრეს ამბავი მამაზე, რომელმაც შვილის მომავალს ყველაფერი შესწირა – მისდამი სიყვარულიც კი… ავღანეთში, ევროპაში, ამერიკაში მთებმა მთებს უამბეს ისტორიები, რომლებიც ნელ-ნელა ფაზლის ფრაგმენტებივით ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან ერთიან სურათს, რომელიც საბოლოოდ ისევ პირველ ღამეს უბრუნდება – ზღაპარს მამასა და შვილზე… მანამდე კი ბევრი ადამიანის ცხოვრებაა – ფარის ცხოვრება, რომელიც ჩვეული გარემოს მოწყვიტეს და მთელი ცხოვრება “ნაკლულმა” გაატარა; აბდულას წლები, რომელიც ამერიკაშიც კი წლების წინ დაკარგულ დასთან შეხვედრას ელოდა; ნილას მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან, მამასა და ავღანურ სტერეოტიპებთან; ფარვანასა და მისი საწოლს მიჯაჭვული დის ურთიერთობა; იდრისისა და ამრას შინაგანი სამყარო, რომელიც პატარა ავღანელი გოგონასადმი ზრუნვაში შესანიშნავად ჩანს; ადელის ფიქრები, რომელიც სამხედრო დამნაშავის შვილობის ტვირთს ატარებს; მარკოს ვარვარისის ცხოვრება, რომელიც ბერძნულ კუნძლზე შეუდრეკელი დედისა და დედის მეგობრის ქალიშვილის გვერდით დაიწყო და ავღანეთში ექიმობით გაგრძელდა (ეს ისტორია ჩემი ფავორიტია), ამერიკელი ფარის ერთგულება ოჯახის მიმართ… ნაბისა და მასზე შეყვარებული ბატონის ამბავი და მისი გადაწყვეტილება, რომელმაც ყველა ეს ისტორია ერთ წიგნად შეკრა… მთებმა მთებს უთხრეს ბევრი ამბავი და ხალიდ ჰოსეინიმ მათგან შექმნა ძალიან კარგი წიგნი ავღანეთზე და არა მხოლოდ… უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებზე…
P.S. თუ დაინტერსდით, “არტანუჯის” ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძიებთ (მათ შორის, ონლაინაც).
ბოლო კომენტარები