კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალესანდრო ბარიკოს სამყაროში! ეს ის სამყაროა, რომელშიც მუდმივად მუსიკისა და ოკეანის ხმა გესმით და თითქოს აბრეშუმის შეხებას გრძნობთ. აქ ცხოვრობს კაცი უცნაური სახელით 1900, რომელსაც ხმელეთზე ფეხი არასდროს დაუდგამს და გემზე უკრავს ღვთაებრივ მუსიკას… და კაცი, რომელმაც აბრეშუმის წარმოება შესანიშნავად ააწყო, თუმცა კი იაპონიიდან ჭიის გარდა ქალის სიყვარულიც ჩამოიტანა გულით… და ქალი, რომელიც ოცნებობდა, რომ ქმრის საყვარელ ქალად ქცეულიყო… ეს სიყვარულის სამყაროა – მუსიკის, ოკეანის, ქალის, მამაკაცის სიყვარულის სამყარო…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია… ან იქნებ სიტყვა “წიგნი” აქ მთლად შესაფერისიც არაა – მე უფრო მუსიკალურ პიესას დავარქმევდი – მოკლეა და ლამაზი…სწორედ სილამაზეა მისი ღირსება და არა შინაარსი.
P.P.S. სულ ბოლოს მოვუსმინოთ მუსიკას ფილმიდან “ლეგენდა პიანისტზე”:
ბოლო კომენტარები