რუსული პროპაგანდის ძალა

არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია – ეს თანამედროვე რუსეთია! ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ ნებისმიერ რუსულ არხზე ან ინტერნეტში მოძებნეთ რუსული საიტები და თავად დარწმუნდებით ამაში… ან კი უბრალოდ პიტერ პომერანცევის წიგნი წაიკითხეთ. ის ხომ ლონდონიდან იმისთვის ჩავიდა რუსეთში, რომ თავისი წვლილი შეეტანა რუსული მედიის განვითარებაში, იქ კი სულ სხვა რამ დახვდა. ახალშექმნილი მედიაც იმ გზას დაადგა, რომელსაც ყველა სხვა სფერო – სიყალბის გზას.

რუსულ “ახალ ამბებს” ან “გასართობ გადაცემებს” თუ ნახავთ, ძალიან მარტივად მიხვდებით, რომ პომერანცევი სრულ სიმართლეს წერს. რუსული პროპაგანდა ხომ ის ძალაა, რომელიც ყველაზე უტყუარია “მტრებთან” და საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობისას. მერე რა, თუ ქვეყანა ჭაობში იძირება, სავსეა “განგსტერებით” და “ლამაზი გოგონებით”, რომლებიც დიდ რუსულ “ბიზნესში” არიან ჩართულნი. მათ ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ, რადგან “ზემოდან” მუდმივად აჯერებენ ამაში. ეკრანებიდან, მონიტორებიდან მხოლო იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანა ხალხზე მზრუნველი პრეზიდენტის დაუღალავი შრომის შედეგად ნელ-ნელა ძველებურ “ძერჟავად” იქცევა, ყველაფერი ის კი, რისი დამალვაც უბრალოდ ვერ ხედრხდება (მაგალითად, “ნორდ ოსტის” ტრაგედია), მხოლოდ მტრებს ბრალდებათ (მტრის ხატის შექმნა ხომ პროპაგანდის აუცილებელი ნაწილია). რომ არა ჩეჩნები, ქართველები, უკრაინელები, “სატანური” ევროპა და ამერიკა, რუსეთი მხიარულად და ბედნიერად იცხვორებდა. საღამოობით ოჯახები ტელეეკრანებს მიუსხდებოდნენ და ერთადერთ საზრუნავად ის ექნებოდათ, ვის დააქორწინებდნენ პირდაპირ ეთერში ან ვის აღმოაჩნდებოდა ორმაგი ცხოვრება სიცრუის დეტექტორის დახმარებით… სინამდვილე კი მხოლოდ მათ ეცოდინებოდათ, ვინც თავად აღმოჩნდა თეატრში ან სკოლაში ტერორისტული თავდასხმისას, ან ბრძოლის ველზე  იქ, სადაც “მშვიდობიანი” ქვეყნის ჯარისკაცს არაფერი ესაქმება… მაგრამ დღეს 21-ე საუკუნეა და არა სტალინის ეპოქა. სიმართლე მაინც ჟონავს, თუნდაც წიგნის ფურცლებიდან…

P.S. ალბათ ამ წიგნის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის, რადგან გამომცემლობა “რადარამი” ისეთი ცნობილი არ არის… არადა ასეთ წიგნებს რომ ბევრი კითხულობდეს, აღარ იარსებებდა ის აზრი, რომ “ერთმორწმუნე” რუსეთი ჩვენი მეგობარია (საბედნიეროდ, ასე ცოტა თუ ფიქრობს, მაგრამ რუსეთის მიერ საუკუნეებიშ მანძილზე მოყენებულ ზიანს თუ გვიხსენებთ, ესც ბევრია).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: