გაიცანით, ეს ლენია! ლენი “დემოგრაფიული აფეთქების” თაობის წარმომადგენელია, ახალი დაკარგული თაობის. ის დაემშვიდობა გარი კუპერს ანუ ამერიკულ ოცნებას (თუმცა გარის ფოტოს ჯიბით ატარებს) და შვეიცარიის მიაშურა – პატარა დათოვლილ სამოთხეს, რომელსაც თავი შეაფარეს ადამიანებმა, რომლებსაც ალერგია აქვთ სამყაროზე, რომელიც გეოგრაფიას ცხელი წერტილებით სწავლობს. აქ მან ციხესიმაგრე აიშენა და მას სიჩუმის, უარყოფის და გაუცხოების გალავანი შემოავლო…
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს კედელი დაანგრია ქალმა სახელად ჯესი – ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლის ქალიშვილმა (ერთგვარად ოიდიპოსის კომლექსის მსხვერპლმა, ოღონდ პირიქით), ჩაგრულთა ქომაგმა და უბრალოდ “მაგარმა გოგომ”… და ყველაფერმა ფორმა იცვალა. უკან დარჩა სამყარო, რომელშიც გარი კუპერის გმირების ადგილი აღარაა… ლენი შვეიცარიის მთებში უამრავი იმედგაცრუებული ახალგაზრდის ვერბალურ ბრძოლას გაერიდა, ის “საეჭვო” საქმეებსა და ნამდვილ სიყვარულზე გაცვალა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ცხოვრებამ ისევ “ჩაიჭირა”… როგორც ეს დაემართა ძალიან ბევრს, მათ შორის რომენ გარის – კაცს “მკვლელი” ცინიზმით, შესანიშნავი იუმორით და განუმეორებელი ხელწერით… ასე რომ, გამარჯობა, გარი კუპერ! ჩვენ ისევ შენთან ვართ!
P.S. გამომცემლობა “აგორა” და ფრანგული ლიტერატურა ცალკე თემაა 🙂 ამისთვის მათ ნამდვილად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ.
P.P.S. სულ ბოლოს მოვუსმინოთ განუმეორებელ ჩარლი პარკერს,რომელიც ასე უყვარდა ლენის 🙂
ბოლო კომენტარები