მარტოობის ასი წელი სულების სახლში

“ბარაბასი ჩვენთან ზღვით მოცურდაო”… ასე იწყება საგა ოჯახზე, რომელმაც ყველაფერი გამოიარა, რაც კი შეიძლება ლათინური ამერიკის მკვიდრებმა განიცადონ… რაც მთავარია, მარტოობა… დიახ, ესაა წიგნი ასწლიან მარტოობაზე სულების სახლში… კლარას მარტოობაზე, რომელიც სულებს ესაუბრებოდა და მიუხედავად ათასგვარი უბედურებისა, იმედს არასდროს კარგავდა… კიდევ ესტებან ტრუებაზე, რომელიც მწვანეთმიან როზასთან ერთად ოჯახის შექმნაზე ოცნებამ გამდიდრების გზაზე დააყენა, მისმა დაკარგვამ კი ხასიათიც გაუნადგურა და, მე თუ მკითხავთ, მომვალიც… ფერულაზე, რომელმაც ახალგაზრდობა დედასა და ძმას შეალია… ბლანკასა და პედროზე, რომლებმაც აკრძალული სიყვარული აიკიდეს მხრებზე და ბოლომდე ატარეს… ჰაიმესა და ნიკოლასზე, სხვადასხვაგვარი ბედი რომ არგუნათ ცხოვრებამ… ალბაზე, რომელიც პოლიტიკურ ქარცეცხლში აღმოჩნდა და ათასგვარი წამება გამოიარა სიყვარულის, უფრო კი სულის შენარჩუნების გამო… იმიტომ, რომ ამ ადამიანებს, სულების სახლში დასახლებულ ოთხ თაობას და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს (აქ ხომ ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი გმირებიც კი საოცრად არიან გამოძერწილნი) მხოლოდ სულიღა დარჩათ, სხვა არაფერი… მხოლოდ საკუთარი მარტოობა, სული და იმედი…

P.S. იზაბელ ალიენდე ნამდვილად შესანიშნავი ოსტატი აღმოჩნდა (პოლიტიკური ამბები ტკივილამდე ნამდვილი და ნაცნობი მოგეჩვენებათ… ან კი რა გასაკვირია – იზაბელი ხომ სალვადორ ალიენდეს ბიძაშვილის შვილია და შესანიშნავად იცის სახელმწიფო გადატრიალების “გემო”). თუ თქვენც დაინტერესდით, დოდო ყვავილაშვილისა და “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” გამოცემას მარტივად მიძიებთ. რაც შეეხება ფილმს, შესანიშნავი მსახიობებით დაკომპლექტებული ეკრანიზაცია დიდი ხნის წინ ვნახე და ახლა, როდესაც პირველწყაროსაც ვიცნობ, მისი დაბალი რეიტინგის მიზეზს ვხვდები – როცა წიგნს ასეთი შესანიშნავი გმირები ჰყავს, მათი როლის შეკვეცა და ზოგიერთების საერთოდ ამოღება არ შეიძლება. მხოლოდ მერილ სტრიპი და ანტონიო ბანდერასი ვერაფერს იზამენ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: