სიკვდილი ვახტანგურად

გახსოვთ ერასტ ფანდორინი? და მისი შვილიშვილი ნიკა?  თუმცა რას გეკითხებით – თუ იცნობთ, როგორ დაივიწყებდით. მათი თითოეული თავგადასავალი ხომ განუმეორებელია… და აი ახლა მინდა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გმირზე გიამბოთ… უფრო სწორად – ორზე…

ალექსეი რომანოვი და იოზეფ ფონ თეოფელსი… რომელი მათგანია აკუნინის კინომოთხრობების მთავარი პერსონაჟი? ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. პირველივე “ფილმიდან”, რომელიც ფრიად რომატიკულ და მშვიდ ნოტაზე იწყება, ბოლომდე – პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე, ეს ორი რადიკალურად განსხვავებული, თუმცა კი ბედისწერის მიერ უწყვეტი ჯაჭვით გადაბმული ადამიანი ერთად და ცალ-ცალკე მიგვიძღვის ისტორიის გზაზე. მათთან ერთად ვცდილობთ ათასგვარი გზით ომში უპირატესობის მოპოვებას და საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იცვლება ადამიანი ომის ქარცეცხლში… არა, ზეპს ვეღარაფერი შეცვლის – მას ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუქვავდა გული და მის სულს ვერც სამშობლოს გასაჭირი შეეხება და ვერც სხვა ადამიანური გრძნობები… აი ალექსეი კი იცვლება – პატარა ბიჭი, რომელიც ცხოვრების აზრს სიყვარულსა და სიმღერაში ხედავდა, ცივსისხლიან ჩეკისტად იქცევა და კონტრდაზვერვის სახელით ხან რუსული სამხედრო გეგმის გამოხსნას ცდილობს, ხან შვეიცარიას სტუმრობს ჯაშუშების გამოსავლენად, საეჭვო ღამის კლუბში ცდილობს მტრის აღმოჩენას, თავდასხმის წინ მტრებს თვალს უხვევს, მეფეს იცავს ტერორისტული თავდასხმისგან, ხან კი ქალების ბატალიონს მიუძღვის წინ… და რას შვება ამ დროს გერმანელი ჯაშუში? სამხედრო თვითმფრინავების, ხომალდების, გეგმების განადგურებას და ლენინის მხარდაჭერას ცდილობს და ამისთვის უკან არაფერზე იხევს – საკუთარი მიზნებისთვის იყენებს დაჩაგრულ ქალებს, მიმნდობ მამაკაცებს, თვით რასპუტინსაც კი… ყველას და ყველაფერს… ასეთები არიან ალექსეი და იოზეფი – ორი იმპერიის ორი წარმომადგენელი, რომლებმაც ვახტანგურად შესვეს სიკვდილის სასმისი და ამით სამუდამოდ გაერთიანდნენ…

P.S. სამწუხაროდ, აკუნინის ქართული თარგმანების საქმე წინ ნელა მიიწევს. არადა ისეთი სახალისო საკითხავია…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. ფიბი არტი
    ოქტ 04, 2019 @ 03:18:10

    აუ…. ფანდრორინი………. რაები გამახსენდა ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: