ჰოლდენ კოლფილდის სამყარო

“წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არც ერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი-რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე-დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში. აი ეგ მინდა რო ვიყო. ვაფრენ, ხო იცი.”

1951 წელს ჯერომ სელინჯერმა “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში” (გნებავთ “თამაში ჭვავის ყანაში”) გამოსცა. მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი წიგნი შეცვლიდა კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას (ზოგისთვის უარესობისკენ, თუმცა ალბათ უფრო მეტის – უკეთესობისკენ) და ზოგადად სამყაროს! დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – ჰოლდენ კოლფილდმა შეცვალა სამყარო!

მოზარდი, რომელიც არ აღიარებს არავითარ წესებს, მისაბაძი მაგალითი ვერ იქნება (სწორედ მისი შინაგანი სამყაროს არასწორი “გაგების” გამო იქცა ალბათ ეს წიგნი ბევრი მკვლელის სამაგიდო წიგნად, ისევე როგროც “დანაშაული და სასჯელი”, რომელისაც ასევე არასწორი აღქმა მოჰყვა), თუმცა თუ მის მონათხრობს სხვა თვალით შეხედავთ, ჰოლდენის სამყაროსაც ჩასწვდებით. აბა თავად განსაჯეთ, ბიჭი, რომელსაც აინტერესებს, თუ სად მიდიან ცენტრალური პარკის იხვები, როცა ტბორი იყინება, შეიძლება ცუდი იყოს? ან ბიჭი, რომელიც საყვარელ მწერალთან ძმაკაცურ დაბაზრებაზე ოცნებობს და საკუთარ წარმოდგენაში უფსკრულის პირას მორბენალ ბავშვებს იჭერს? არა და სწორედ ესაა მისი მისია – კლდიდან გადავარდნას უნდა გადაარჩინოს ისინი, ვინც მასავით რთულად ინარჩუნებს წონასწორობას… ვისაც ჰგონია, რომ ვერავინ უგებს… რამდენ გამოსდის? ეს უკვე სხვა საქმეა… ეს უკვე მკითხველზეა დამოკიდებული…

P.S.საბედნიეროდ, ჯერომ სელინჯერის ქართული თარგმანებით განებივრებულები ვართ, წლებია ვიცნობთ ჰოლდენს – სათაურის სხვადასხვაგვარი თარგმანითაც კი…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. ფიბი არტი
    ოქტ 04, 2019 @ 03:24:06

    ისე მოხდა რომ ზუსტად გუშინ დავწერე ამ წიგნზე ჰოდა ახლა აქ რომ ვნახე ცოტა შევცბი რამე ხომ არ მოვიპარე მეთქი მაგრამ გადავრჩით მგონი

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: