ცხოვრების გაკვეთილები თოლია ჯონათანისგან

ყველა წიგნს თავისი დროა აქვს… ეს არაერთხელ მითქვამს და ლიტერატურაზე საუბრისას უკვე ჩვეულ ფრაზადაც კი მექცა, თუმცა რეალობას ვერ გაექცევი. ეს უტყუარი ჭეშმარიტებაა და ახლაც ისეთი წიგნი მინდა გავიხსენო, რომელიც საჭირო დროს გამოჩნდა.

გარდატეხის ასაკში საკუთარი თავის შეცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს განსაკუთრებული სიმძაფრით ჩნდება ნეგატიური აზრები – ბუნდოვანი მომავლის ბნელ ფერებში დანახვა, ცხოვრების აზრის დაკარგვა… სწორედ ამ პერიოდში წასაკითხი წიგნია “თოლია ჯონათან ლივინგსტონი”. ზრდასრული მკითხველის გადასახედიდან ეს ამბავი შესაძლოა ძალიან ბანალურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მოზარდობისას ჯონათანი ნამდვილი მაგალითია – მაგალითია იმისა, რომ ბრძოლას, სრულყოფილებისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი. საზოგადოებისგან განკვეთილი თოლია, რომელიც არ ნებდება, მაინც არ ცდილობს, რომ ყველას მსგავსი გახდეს და მაღლა აფრენას ლამობს, მიზანს ყოველთვის მიაღწევს. იგი არ მოიხარა და ის დიდი დაძინების ქარაფიდან გადააგდეს, მაგრამ ეს დასასრული არაა. ქარაფის იქით ზეცაა – თავისუფლების, სრულყოფილების ადგილი, სადაც თავს იყრიან ისინი, ვინც პირველ რიგში საკუთარ თავზე გაიმარჯვა, შემდეგ კი სხვებს დაეხმარა ამაში…

P.S. ეს წიგნი ქართულადაც არაერთხელ ითარგმნა. დაინტერესების შემთხვევაში მარტივად მიძიებთ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: