ტომ? პასუხი არ არის! ტომ? პასუხი არ არის! გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ ეს ტომ სოიერია – მხაირული და საზრიანი ბიჭი ამერიკიდან! ბიჭი, რომელიც ზუზუნა კარლსონის და თავნება პეპის შემდეგ მესამე საყვარელი ლიტერატურული გმირი იყო, რომელიც გავიცანი…
…ან კი როგორ არ შემიყვარდებოდა… ძველი საბავშვო სერიის ერთ-ერთი ტომი ხომ თოვლის პაპამ ახალ წელს მომიტანა და ტომიც სამუდამოდ დამკვიდრდა ჩემს ცხოვრებაში. მას შემდეგ 22 წელი გავიდა, თუმცა დილით, როცა ადგომა მეზარება (ახლა უკვე სკოლის კი არა, სამსახურის გამო), ისევ ძველებურად მეჩვენება, რომ ფეხის თითზე განგრენა მაქვს 🙂 არც ღობის შეღებვის ფრიად ჭკვიანური მეთოდი, ჰეკ ფინის რეცეპტი მეჭეჭების გასაქრობად, დეიდა პოლისა და სიდთან გაუთავებელი კამათი, სკოლის მოსაწყენი ყოფა, ინდიელი ჯოს შავბნელი საქმეები და ბეკისთან ერთად ბნელ გამოქვაბულში გატარებული დრო მისცემია დავიწყებას… ტომს შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი – ჰეკ ფინის თავგადასავალში გაკვრით, სულ ახლახანს კი – ვრცლადაც, მაგრამ ის პირველი ემოცია, რომელიც მაშინ, 90-იანი წლების ბნელ ღამეებში ტომ სოიერთან შეხვედრისას განვიცადე, აღარასდროს განმეორებულა…
ბოლო კომენტარები