ქალთა ბედნიერება

ფრანგულ ლიტერატურას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ეს ალბათ ოჯახის ბიბლიოთეკის დამსახურებაა, რომელიც რატომღაც ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს მოიცავს (საბჭოთა დროს წიგნების შოვნა ხომ მარტივი საქმე არ გახლდათ) და კიდევ დედაჩემის, რომელიც პროფესიის გავლენით თავადაც ღრმადაა ჩახედული ფრანგულ კლასიკაში… ყველაზე მეტად კი მაინც იმის, რომ ეს ცალსახად არის ის ქვეყანა, რომელმაც უამრავი დიდი შემოქმედი აჩუქა მსოფლიოს (აბა დაკვირდით – ქართველი მწერლების გარდა, ვის ვკითხულობთ ყველაზე ხშირად? ამერიკელ, ფრანგ, ბრიტანელ და რუს ავტორებს, რადგან მათ შორის უზარმაზარი არჩევანი გვაქვს). მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის ემილ ზოლა – რუგონ-მაკარების შეუდარებელი საგის ავტორი.

ოჯახური საგა ნამდვილად შესანიშნავ ისტორიებს მოიცავს, თუმცა ერთი მაინც გამორჩეულად მიყვარს (რამდენიმე ჯერაც არ წამიკითხავს) – “ქალთა ბედნიერება”. ეს მწერალსა და რუგონ-მაკარებთან პირველი შეხვედრა გახლდათ (ერთ პატარა მოთხრობას თუ არ ჩავთვლით, რომელიც “ფრანგულ ნოველაში” შევიდა)… და დაუვიწყარიც… დენიზა, რომელიც პროვინციიდან ჩამოვიდა და მოიუხედავად ათასგვარი გაჭირვებისა, არ დანებდა, ნამდვილად არ დამავიწყდება… არც ოქტავ მურე – ერთ-ერთი რუგონ-მაკარი, რომელმაც შეძლო “კონსერვატიული ბორკილების” გაწყვეტა და შექმნა “ქალთა ბედნიერება” – თანამედროვე მაღაზია, რომელიც რეალურად არის კიდეც წიგნის მთავარი გმირი… რატომ? იმიტომ, რომ ის იმონებს ყველას – პარიზის მაღალ საზოგადოებას, ღარიბებს… ყველას, ყველას… ამასობაში კი საკუთარი და ოჯახის გადარჩენისთვის მებრძოლი დენიზა და ცნობილი მექალთანე ოქტავი სიყვარულის მახეში ებმებიან… მაგრამ ეს ვის აინტერესებს? არც არავის… მთავარი ხომ შუაგულ პარიზში ბიზნესისა და მარკეტინგის დაბადებაა – იმის, რაც მალე მსოფლიოს მმართველი გახდება…

P.S. საბედნიეროდ ემილ ზოლას შემოქმედება და მათ შორის ეს ძალიან კარგი წიგნიც ქართულად აქტიურად ითარგმნება… თუმცა ჩემთვის “ქალთა ბედნიერება” ყოველთვის ფოტოზე გამოსახულ ძველ რუსულ გამოცემასთან ასოცირდება, რომელიც ბებიაჩემის საყვარელი წიგნი გახლდათ და სიცოცხლის ბოლომდე მის ტუმბოზე საპატიო ადგილს იკავებდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: