ფერიდეს თავისუფლება

თურქეთი ჩვენში ძალიან პოპულარული ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მეზობელია და შესაბამისად მარტივად მოსანახულებელიც (დროის, ფინანსური თუ გეოგრაფიული კუთხით), მის წინ წამოწევას ხელი განსაკუთრებით შუწყო ტელესერიალებმა. თუმცა მათი დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების საპნის ოპერებს არაფრით აღემატება… აი ლიტერატურა კი ნამდვილად კარგი აქვთ…

პირველი თურქი მწერალი, რომელიც გავიცანი, რეშად ნური გიუნთექინი გახლდათ. მისი “ნარჩიტა” ოჯახის ბიბილიოთეკაში აღმოვაჩინე და პირველად “გავემგზავრე” თურქეთში, პირველად შევეჩეხე აზიელი ქალის ყოფას, თუმცა კი ამ შეხვედრის მნიშვნელობას ახლა უფრო ვაცნობიერებ… ახლაღა ვხვდები, რომ ფერიდე უნდა დაშორებოდა თავის სიყვარულს, რათა მოეპოვებინა ჭეშმარიტი თვისუფლება – საკუთარ თავზე გაემარჯვა და ჩვენთვისაც თვალნათლივ ეჩვენებინა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შეუდრეკელი ქალი მიზანს აუცილებლად მიაღწევს – მერე რა, თუ ისეთ საზოგადოებაში უწევს ცხოვრება, რომელშიც ქალი ბავშვობიდანვე ნივთად აღიქმება… იმ მაინც შეძლებს გათავისუფლებას – შრომას მიუჩვეველი ხელებით ააგებს საკუთარ და სხვების ბედნიერებას… ნელ-ნელა… ტანჯვა-წამებით, მაგრამ მაინც…

P.S. ეს წიგნი, რომელიც სიყვარულზე კი არა, აზიელი ქალის გათავისუფლებაზეა, ქართულად რამდენიმეჯერ ითარგმნა. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიძიოთ. რაც შეეხება ეკრანიზაციებს, არ მინახავს, თუმცა, როგორც ამბობენ, პირველი ვერსია ძალიან კარგია, მეორე კი იმდენადაა დაშორებული პირველწყაროს, რომ სალაპარაკოდაც კი არ ღირს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: