უცხო სახელად მერსო

“დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ” – რას გეუბნებათ ეს ფრაზა? როგორი ადამიანი შეიძლება იყოს ამ სიტყვების ავტორი? ზუსტად ისეთი, როგორიც მერსოა… დიახ, მერსოსთვის უცხოა ყოველგვარი გრძნობები, წესები… ის ცხოვრობს პირადი ცხოვრებით – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირადია მისი ურთიერთობა ქალთან, დედასთან, იმ ადამიანთანაც კი, რომელსაც ერთი შეხედვით ბანალური მიზეზის გამო კლავს… მან ხომ მზე დაუჩრდილა, ანუ ის ერთადერთი, რაც უყვარდა საძულველი ჩრდილით დაუფარა… და რას ფიქრობთ, რას იმსახურებს მერსო – სიკვდილს თუ სიცოცხლეს? რას იმსახურებს უცხო, რომელიც სიკვდილთან პირისპირ დარჩენილიც კი უარყოფს ღმერთს, არ გვიხსნის საკუთარ სულს და არ ტირის დედის დაკრძალვაზე? რას იმსახურებს მერსო, რომელიც საზოგადოებისთვის გულქვაა? ამას თავად გულქვა საზოგადოება გადაწყვეტს… თუმცა ჩვენც გვაქვს არჩევანის უფლება – განვსჯით უცხოს, სახელად მერსოს თუ ხელს გავუწვდით მას…

P.S. საბედნიეროდ, “აგორა” კამიუს თარგმანებს არ გვაკლებს. მოიძიეთ და ისიამოვნეთ. ეს ხომ ისეთი წიგნია, რომელზე საუბარი ფაქტობრივად შეუძლებელია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: