დიუმას თავბდრუდამხვევი სამყარო

გახსოვთ პირველი შეხვედრა ალექსანდრ დიუმასთან? მე მახსოვს! მახსოვს, როგორ გადავშალე მწვანე წიგნი და როგორ გადავეშვი იმ თავბრუდამხვევ სამყაროში, რომელმაც სამუდამოდ ჩამითრია…

პირველად გრაფი მონტე-კრისტო გავიცანი და მივხვდი, რომ ვიპოვე! ვიპოვე პირველი ოცნების მამაკაცი, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებდი. ან კი როგორ ამოვიგდებდი თავიდან ედმონ დანტესს, რომელთან ერთადაც ჯერ იფის ციხეში ამოვყავი თავი, შემდეგ სასწაულებრივად დავაღწიე თავი საპყრობილეს, აბატი ფარიას საგანძურს დავეპატრონე და შინ დავბრუნდი, რათა შური მეძია ფერნანზე, დანგლარსა და ვილფორზე, რომლებმაც მრავალწლიანი უსამართლო ტყვეობისთვის გაწირეს გრაფ მონტე-კრისტოდ ქცეული დანტესი…

ამის შემდეგ მუშკეტერების თავგადასავალში ჩავერთე და ძალიან დიდი დრო გავატარე დ’არტანიანთან, ათოსთან, პორთოსსა და არამისთან ერთად. მათთან ერთად რა არ გადავიტანე – დედოფლის ბურნუკების გამოხსნას ლამის სიცოცხლე შევწირე, მილედის, რიშელიესა და მაზარინის მიერ დაგებულ არაერთ მახეში გავები… არა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ვიცოდი, რომ დიუმა მატყუებდა და რეალურად ეს ყველაფერი არ მომხდარა, მაგრამ ეს ვის აინტერესებს… მთავარია, რომ მისი დახმარებით საოცარი თავგადასავლები გადაგვხდა თავს და სწორედ ის იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც გაგვილამაზა ბნელი 90-იანების ბავშვობა…

P.S. ძალიან მიხარია, რომ დიუმა აქტიურად ითარგმნება და თანამედროვე ბავშვებსაც უყვართ. ვიცი, რომ ახალი თაობისთვის ჩვენი გემოვნების თავს მოხვევა არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა… უნდა ვაღიარო, რომ ეს მწერალი, ეს წიგნები, ეს გმირები დღემდე ძალიან მიყვარს და ეგოისტურად მინდა, რომ სხვებსაც უყვარდეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: