მარკესის სამყარო

მაკონდოში წვიმს… წვიმს და წვიმის წვეთებს მიჰყვებიან ბუენდიები… ხის ქვეშ ზის ხოსე არკადიო… ურსულა ბრმად იკვლევს გზას სახლში და იმ დღეს წყევლის, როცა “უმანკოების ქამარი” გაიხადა… პოლკოვნიკი აურელიანო საკუთარ შექმნილ წრეში ზის, ოქროს თევზებს აკეთებს და იმ დღეს იხსენებს, როცა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომმა ის შორეული საღამო გაიხსენა, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად… ამარანტა საკუთარ სუდარას ქსოვს და აღსასრულს ელოდება… მშვენიერი რემედიოსი ქარს მიჰყვება… ნელ-ნელა იცვლება დრო, მაგრამ უცვლელია მაკონდო, მარტოობა და წინასწარმეტყველება, რომ “„გვარში პირველს ხეზე მიაბამენ, გვარში უკანსაკნელს ჭიანჭველები შეჭამენ“…

ამ დროს კი რეჟიმი ყარს… შიგნიდან ლპება დიქტატურა, რომელსაც სათავეში უკვე მითიურ ბელადად ქცეული პატრიარქი უდგას. არა, მასში ვერ ამოიცნობთ კონკრეტულ პიროვნებას (ვერც ტრუხილიოს, ცოტა ხნის წინ რომ გავიხსენეთ, ვერც ფრანკოს, რომელიც წიგნის გამოცემის წელს გარდაიცვალა) – ის არის ყველა დიქტატორი, რომელიც ჭაობიდან ამოვიდა და ცხოვრება ფულს, ძალაუფლებას, გარყვნილებას მიუძღვნა… მაგრამ ცხოვრებას ყოველთვის აქვს დასასრული… შეიძლება სიკვდილის რეპეტიციაც კი გაიარო და ნახო, რა მოხდება შენი წასვლის შემდეგ, მაგრამ ნამდვილი სიკვდილი ყველას კარს მაიდგება, არავის დაინდობს… დიქტატორიც მოკვდება, თანაც მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად სურს სიკვდილი…

P.S. რაღა გითხრათ მარკესზე? ერთ დროს ჩვენში ის ძალიან პოპულარული გახლდათ, თუმცა ძირითადად “მარტოობის ასი წლის” გამო… არადა ჩემთვის ეს წიგნი მხოლოდ მეორეა… პირველია “პატრიარქის შემოდგომა” – რთული, მაგრამ საოცრად “ნამდვილი” წიგნი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: