საოცრებათა ქალაქი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საოცრებათა ქალაქში! რას ნიშნავს თქვენთვის ბარსელონა? ცნობილ საფეხბურთო კლუბს ან ანტონიო გაუდის არქიტექტურას? დიახ, ეს ასეა, მაგრამ ამის გარდა, ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ამ ცხოვრების ნაწილია ონოფრე ბოუვილა, რომელიც 1888 წლის მსოფლიო გამოფენის დროს ღარიბი პროვინციელი ბიჭის სტატუსით  ჩამოდის ბარსელონაში და 1929 წლის მსოფლიო გამოფენის დროდ ტოვებს მას. შუალედში კი 41 წელია – ონოფრეს და ქალაქის ცხოვრების 41 წელი… ამ წლების მანძილზე ონოფრე ეშმაკობით, სისასტიკით და ინტრიგებით უმდიდრეს ადამიანად იქცევა, კატალონიის დედაქალაქი კი ქვეყნის დედაქალაქთან მუდმივ წინააღმდეგობაში მაინც ახერხებს განვითარებას და იქცევა საოცრებათა ქალაქად… როგორ? ონოფრეს დამსახურებით, რომელიც ანარქისტების ხელის ბიჭობიდან თმების ამოსაყვანი საშუალების გაყიდვაზე გადადის, შემდეგ ქალაქის შავი სამყაროს მართვის სადავეებს იგდებს ხელთ, ათასგვარ “ბიზნესში” ებმება, ცდილობს პროგრესს არ ჩამორჩეს (მხოლოდ კინო, იარაღი ან საფრენი აპარატები რად ღირს) და უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად (ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი გამოყენებით) აშენებს ქალაქს სახელად ბარსელონა…

P.S. დაინტერესების შემთხვევაში ამ ძალიან კარგ წიგნს მარტივად მოიძებთ (მათ შორის, ონლაინაც). წაიკითხეთ და იმოგზაურეთ ბარსელონაში. მერწმუნეთ, მიუხედავად წიგნის ზომისა და თხრობის უცნაური სტილისა, თუ ჩემსავით გიყვართ “გამხატვრულებული” ისტორია, ფრიად ისიამოვნებთ.

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: დავიწყებული წიგნების სასაფლაო | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: