გურული დღიურები

“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი”

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული, გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა (ასე განსაჯეთ და ცხოვრების გზაზე შემთხვევით თუ შევხვდი გურულს, შორიდანვე ვცნობ). ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” “ერთიანი” გამოცემა დავინახე, გვერდი ვერაფრით ავუარე.

სახლში პატარა გურია მაქვს და ყოველდღიურად ვისმენ გურულ ისტორიებს, თუმცა მაინც ყოველთვის მსიამოვნებს “იქოური” ამბების მოსმენა, კითხვა… თავის დროზე “გურული დღიურების” პირველმა ნაწილმა უკმარისობის გრძნობა დამიტოვა, რაც სრულად შეავსო მეორე და მესამე ნაწილებმა. ახლა კი ნამდვილად ვიგრძენი თავი ოზურგეთში – გიორგის მამის, ბებიების, მეზობლების გვერდით. მე თქვენ გეტყვით და მოვიწყენდი – გურული იუმორი და ოპტიმიზმი ხომ საარაკოა… აბა თავად განსაჯეთ, რა მოგაწყენთ, როცა გურული მასპინძელი ლამის ძალით გაჭმევთ, თქვენი წასვლის შემდეგ (როცა დადგება ის სანუკვარი “როის მიხვალ”) კი ამბობს – აი რამდენი უჭამიაო… გურული ცოლ-ქმარი შეუღლების ისეთ ისტორიებს ყობიან, რომ მთლად გამოპენტერდებით და აბდლებივით იცინებთ. არც გურული სკოლის, “90-იანური” თამაშებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბების მოსმენისას მოიწყენთ… აი გიორგის მამის ამბებსა და 12 თვეზე გაწერილ გურულ ისტორიებზე კი კურცხალი მოგადგებათ… გურულები ხომ ასეთები ვართ – ტირილის დროსაც კი ვიცინით…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: