ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი (სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ სამიოდე წლის წინ გამოცემული “8” რად ღირს). ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ძალიან კარგ ცხრა მოთხრობას აერთიანებს.
რომელი მოთხრობაა ჩემი ფავორიტი? ურთულესი კითხვაა… იქნებ ის, რომელშიც კლონის “გაადამიანურების” პროცესს ვადევნებთ თვალს… ან ის, მომავალში ადამიანები ორგანოების “მასალად” რომ ქცეულან, მაგრამ ადამიანურობას მაინც არ კარგავენ… ნიღბებს მიღმაც იგივე ხდება, ხელოვნური ინტელექტის მიერ მართულ სამყაროშიც, დაზიანებული მანქანის, სასიკვდილო სენს გადარჩენილი კაცის და ღმერთების სულშიც… არა, მაინც ისაა ჩემი ფავორიტი, რომელშიც სამყარო “ზე-პუნქტუალურია” და დროის შეგრძნების არმქონე არლეკინი საზოგადოების მტრად ცხადდება და კიდევ ის, რომელშიც კინო-მოყვარულები სამყაროთა მიჯნაზე ხვდებიან ერთმანეთს… და რომელია თქვენი? წაიკითხეთ ეს შესანიშნავი კრებული და თავად შეარჩიეთ. იმედს არც ერთი გაგიცრუებთ!
ბოლო კომენტარები