შობა სკრუჯთან ერთად

საშობაოდ რაიმე ტრადიცია გაქვთ? მაგალითად მე, ყოველ წელს ვკითხულობ ო’ჰენრის “მოგვთა საჩუქრებს” და ვუყურებ საშობაო ფილმებს. მათი კომბინაცია სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რამდენ დროს გამოვნახავ ამისთვის (ხან “ეს მშვენიერი ცხოვრება” შემახსენებს თავს, ხან კევინ მაკალისტერი მომენატრება, ხან კი ძველ ქართულ, ამერიკულ ან რუსულ საახალწლო ფილმებს ჩავუჯდები), თუმცა აუცილებლად ფიგურირებს ჩარლზ დიკენსის “საშობაო სიმღერის” ერთ-ერთი ეკრანიზაცია (ყველაზე მეტად ჯიმ კერის შესრულებით მიყვარს, თუმცა არც სხვებია ურიგო), რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია შობა სკრუჯის გარეშე!

ძუნწი და ბოროტი მისტერ სკრუჯი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელიც, ისევე როგორც დელა და ჯეიმსი, იმედით გვავსებს. რატომ? თუ იცნობთ მას, ეს კითხვა არ გაგიჩნდებათ, რადგან დამეთანხმებით – ო’ჰენრის გმირები იმის იმედს გვაძლევენ, რომ სანამ ასეთი სიყვარული არსებობს, ყველაფერი კარგად იქნება, სკრუჯის ამბავი კი გვაჯერებს, რომ სამყარო, რომელშიც ასეთი ადამიანის შეცვლა შეიძლება, ყოველთვის გვიმზადებს სიურპრიზს. წარსულსა და მომავალში თავისი ღამეული მოგზაურობის შემდეგ სკრუჯმა შეძლო და რადიკალურად შეიცვალა – სიკეთის განსახიერებად იქცა… და რა გვიშლის ხელს ჩვენ? მოდით, ჩვენც ვცადოთ და მომავალი წლიდან უკეთესები გავხდეთ. სხვებიც მოგვბაძავენ და ყველანი ერთად ვისრიალებთ ყინულზე სკრუჯთან ერთად, მასთან და მის ახლადშეძენილ ნათესავ-მეგობრებთან ერთად მივუსხდებით სადღესასწაულო სუფრას და ერთად დავლევთ სიყვარულის, სიკეთის, იმედის და ცვლილებების სადღეგრძელოს!

P.S.ბოლოს წლის საუკეთესო მოგზაურობებს გადავხედოთ:

P.P.S. მორიგი წელიც მიიწურა. როგორც ყოველთვის, ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა, როგორც ლიტერატურულად, ისე ზოგადად. მომავალ წელს ისევ შევხვდებით, თუმცა უფრო იშვიათად (დროის სიმცირის გამო მხოლოდ გამორჩეულ წიგნებზე მოგითხრობთ)… მანამდე კი ახალ წელს გილოცავთ და ტრადიციულად დელასა და ჯეიმსის მსგავს ბედნირებას გისურვებთ!

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: