ალმა

ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება, რათა გადაშენებული ფრინველის – “დოდოს” და საკუთარი წინაპრების კვალს მიაგნოს… დოდო ფელსენი მავრიკიდან პარიზში მიდის პირველ რიგში საკუთრი თავის პოვნის მიზნით… ისინი გეოგრაფიულად ცდებიან ეთმანეთს, თუმცა ლე კლეზიო მაინც ახერხებს მათი და ჩვენი ცხოვრების გზების გადაკვეთას ერთ წერტილში – ეს არის ალმა! აქ დასახლდნენ პირველი ფელსენები და აქვე დასრულდა მათი ყოფა კუნძულზე – დარჩა მხოლოდ ავადმყოფი დოდო და შემდეგ ისიც გაქრა საფრანგეთის მაწანწალათა შორის… სამაგიეროდ არ გამქრალა მავრიკი და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ… წიგნის ფურცლებზე შემორჩნენ კრისტალი, ადიტი და სხვები… იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ამ წიგნის მთვარი გმირები – ალმა, მავრიკი და ისინი, ვინც ამ ცის ქვეშ არსებობს და მეხსიერებას ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წყალობით შემორჩება, თუნდაც ფიზიკურად დოდოსავით გადაშენდეს…

P.S. ისეთი წიგნია, რომელში “ორიენტირებაც” საკმაოდ რთულია, რადგან მთხრობელი მუდმივად იცვლება და ნელ-ნელა გადავდივართ ერთი პატარა თავიდან მეორეზე… თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: