სამყაროს მეტამორფოზა

წაგიკითხავთ ოვიდიუსის “მეტამორფოზები”? კი? არა? პასუხს გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტოფ რანსმაირი მაინც შეგახედებთ ამ სამყაროში და გიჩვენებთ სულ სხვა მეტაფორმოზას. აქ თავად ოვიდიუსი იცვლება და არა მხოლოდ ის… აქ იცვლება მთელი სამყარო – ოვიდიუსის საძებნელად  შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში ჩამოსული მაქსიმუს კოტა, უცნაურ დროსა და ადგილას გამოჩენილი მითიური გმირები, თითოეული პერსონაჟი (ყველა მათგანი ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი)… იცვლება ყველა და ყველაფერი, თუმცა უკანასკნელი სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან განუსაზღვრელ მომავალში… ყოველთვის არსებობენ ავგუსტუსის მსგავსი მმართველები, ოვიდიუსის მსგავსი კერპები, რომლებიც ერთ წუთში იქცევიან არარაობად, რადგან არც ისინი იცვლებიან ოდესმე, ვინც ჯერ ეთაყვანება საყოველთაო რჩეულს, შემდეგ კი, როდესაც “ზემოდან” აღარ სწყალობენ, ზურგს აქცევს მას… ასეთია სამყარო, რომელიც მუდამ განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ თან უცვლელიც რჩება…

P.S. ვერ გეტყვით, რომ მარტივად საკითხავი წიგნია, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მისი მოძიება არ გაგიჭირდებათ. ის “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: