1945 წელი დადგა… მეორე მსოფლიო ომი დასრულდა… ბრიტანეთში ერთი შეხედვით სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა სწორედ ამ დროს აირია ყველაფერი ნათანიელისა და მისი დის ცხოვრებაში – მშობლებმა სინგაპურში გამგზავრება და მათი უცნობ ადამიანებთან დატოვება გადაწყვიტეს… და ამით სამუდამოდ შეცვალეს შვილების მომავალი…
საინტერესო დასაწყისია, არა? კიდევ უფრო საინტერესოა ნათანიელის მოგონებები, რომელიც მრავალ წელს მოიცავს და ფრიად იდუმალ მოგზაურობაში გვეპატიჟება… აქ ვის არ ნახავთ – და-ძმის მეურვესა და მის უცნაურ მეგობრებს, ნათანიელის შერეკილ შეყვარებულს, მოულოდნელად დაბრუნებულ დედას და სხვებს… ძალიან საინტერესო გმირებს და ბრიტანეთს, რომელსაც ომის წილი სინათლე დაჰფენია, უფრო სწორად კი – ბურუსს მოუცავს და ჩვენც ნათანიელთან და ვიოლასთან (ამ ქალი ვინაობაზე განზრახ არ შევჩერდები) ერთად თითქოს კატერში ვსხედვართ და მივიკვლევთ გზას ნისლით დაფარულ ტემზაზე…
P.S. ამ მოულოდნელად ჩამთრევ წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ნაწილია.
P.P.S. სულ ბოლოს იმ მუსიკას მოვუსმინოთ, რომელიც წიგნს ერთგვარ ფონად გასდევს:
ბოლო კომენტარები