4 3 2 1 ფერგიუსონი

გიფიქრიათ ოდესმე როგორ წავიდოდა თქვენი ცხოვრება “ეს” კი არა, “ის” გზა რომ აგერჩიათ? ან რაიმე “ასე” კი არა, “ისე” რომ მომხდარიყო? ალბათ დიახ. ამაზე ხომ ბავშვობიდან ვფიქრობთ – აკი ზღაპრის გმირები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე “მარჯვნივ” წავიდნენ, “მარცხნივ” თუ პირდაპირ… აი პოლ ოსტერმა, უფრო სწორად, არჩი ფერგიუსონმა, მთელი წიგნი მოუძღვნა ცხოვრების 4 შესაძლო განვითარებას…

ფერგიუსონი იბადება ამერიკელი ებრაელების ოჯახში ნიუარკში (ამ ქალაქს უკვე შესანიშნავად ვიცნობთ პოლ ოსტერის მსგავსად ამავე ქალაქში დაბადებული ფილიპ როთის შემოქმედებიდან), დანარჩენს კი უკვე დეტალები განსაზღვრავს. ის შეიძლება გაზრდილიყო მოსიყვარულე მშობლების გარემოცვაში, განქორწინებული ან ქვრივი დედის და ისეთი ადამიანიების გვერდით, რომლებსაც სხვადასხვა როლი ერგებოდათ მის ყოფაში, სიმდიდრეში ან სიღარიბეში, ჰყოლოდა მდედრობითი ან მამრობითი სქესის პარტნიორები, ესწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეცოცხლა სხვადასხვა ასაკამდე, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც, რაც არ იცვლება – მისი კავშირი მწერლობასთან და ამერიკა, ნიუ-იორკი… საითაც უნდა წაეყვანა არჩი ფერგიუსონი ცხოვრებას, ის მაინც იქნებოდა მწერალი და ამერიკაში მაინც მოხდებოდა ის, რაც მოხდა… მაინც გაიმარჯვებდა არჩევნებში ჯონ კენედი, მაინც მოკლავდნენ მას დალასში, მარტინ ლუთერ კინგს – მემფისში, უამრავ ამერიკელ ახალგაზრდას კი – ვიეტნამში… მაინც გადაუვლიდა ამერიკას რასისტული, პოლიტიკური დაპირისპირებები… რატომ? იმიტომ, რომ ვინც მწერლად დაიბადა, ის მწერლად მოკვდება… და ისტორიაც თავის გზას განაგრძობს…

P.S. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ორი კვირა არჩის 4 3 2 1 ცხოვრებით ვიცხოვრე, მაშინაც კი, როცა კითხვისთვის დრო არ მქონდა. მოიძიეთ ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ეს წიგნი. მერწმუნეთ, არ ინანებთ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: